"The Independent": ამერიკა რუსულ ატომურ ქობინებზე თბება
ეს საინტერესოა - 18:01, 09 Jan, 2014     3256

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ეს აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობის საჩვენებელ და ამავდროულად ნაკლებად ცნობილ მაგალითად იქცა. პროგრამა „მეგატონები მეგავატებში“, რომლის ფარგლებშიც 20 ათასი ჩამოწერილი რუსული ატომური ქობინი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მათ ამერიკული ატომური ელექტრო სადგურები ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად იყენებდნენ, თავის დასასრულს უახლოვდება: ურანის ბოლო პარტიამ სანქტ-პეტერბურგიდან ბალტიმორში თავისი 4-კვირიანი მგზავრობა დაასრულა.

საერთო წონით 160 ტონა ტვირთის ბოლო პარტია, საფინალო ხაზს გაავლებს აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობის 20-წლიან უპრეცედენტო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, ამერიკამ თავის ყოფილ მეტოქეს ატომურ საწვავში 8 მილიარდი დოლარი გადაუხადა.

დეკემბერში, თანამშრომლობის ამ პროგრამის წარმატების შესახებ საუბრისას, მისი ხელმძღვანელი ჯონ უელჩი აღნიშნავდა: „ჩვენ მხარს ვუჭერდით სუფთა, სანდო ენერგიის წარმოებას ატომური იარაღის არგავრცელების ისტორიული პროგრამის საშუალებით“.

„ჩამსხვრეული ფანჯრები, ღია კარები და თითქმის სრული უკაცრიელობა“, - იხსენებს ფილიპ სიუელი, ცივი ომის ბოლო პერიოდში აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწე, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა. ამ ნახევრადდანგრეულ შენობებში რუსეთის მთავრობა ინახავდა ათასობით ჩამოწერილი ქობინიდან მოპოვებულ ურანს, რომელიც შეიძლებოდა, მისგან ბომბის დამზადების შემძლე, ტერორისტების ხელში აღმოჩენილიყო.

ფილიპ სიუელი და მისი კოლეგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიტუაცია იმდენად სახიფათოა, რომ მათ სასწრაფოდ რამე უნდა ეღონათ. ამიტომ ისინი მოლაპარაკებებში შევიდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან ურანის აშშ-ისთვის მიყიდვის საკითხთან დაკავშირებით.

თავიდან უარი მიიღეს. „ეს პრინციპის, სიამაყისა და პატრიოტიზმის საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რაოდენობის ურანი მათ უბრალოდ არ სჭირდებოდათ და მისი დაცვის საშუალებაც არ ჰქონდათ, არ უნდოდათ მისი მოცემა“, - ამბობს სიუელი.

ბოლოსდაბოლოს, რუსეთის ხელისუფლებას იმდენად მცირე ფული დარჩა, რომ იძულებული გახდნენ აშშ-ის პირობებს დათანხმებოდნენ, და ეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დასაწყისი გახდა.

პროგრამის რეალიზაციის პროცესი დაიწყო ქობიბინების მოხსნითა და მათგან გამდიდრებული ურანის ამოღებით, რომელსაც შემდეგ გადაამუშავებდნენ მეტალის ნახერხად, აცხელებდნენ და გამოჰყავდათ ურანის მაღალგამდიდრებული ოქსიდი. გაცხელებისას ეს ნივთიერება გამოჰყოფდა გაზს, რომელიც ერეოდა მცირედგამდიდრებულ ურანისებურ მასალას და აჰყავდათ იზოტოპ ურანი-235-ის 5%-იან კონცენტრაციამდე. ეს კონცენტრაცია ძალიან დაბალია, რომ ურანი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენო, მაგრამ იდეალურია ელექტროენერგიის წარმოებისათვის.

შემდეგ მიღებული მასალა თავსდებოდა 2,5 ტონიან ფოლადის ცილინდრებში, რომლებიც თავისმხრივ დამცავ სატრანსპორტო კონტეინერებში იფუთებოდა და მიემართებოდა სანქტ-პეტერბურგში შემნახველ და დასატვირთ პუნქტში. იქიდან ურანისებური მასალა იგზავნებოდა ამერიკულ წარმოებებში, სადაც მისგან ურანის ოქსიდის გრანულებს ამზადებდნენ და უნაწილებდნენ ატომურ სადგურებს, რომლებიც მათ ბირთვულ რეაქტორებში იყენებდნენ.

მსოფლიო ბირთვული ასოციაციის მონაცემებით, მსოფლიოში შეიარაღებისათვის განკუთვნილი პლუტონიუმის მოცულობა 260 ტონას აღწევს. ისინი შესაძლებელია გადამუშავდეს 53,5 ათას ტონა ურანად, რაც მსოფლიოში ურანის წარმოების წლიურ მოცულობას ცოტათი აჭარბებს.

მომზადებულია independent.co.uk-ის მასალებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42