საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა
საზოგადოება - 15:56, 09 Jan, 2014     2385

დასრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად დღეს, სენაკის ბაზას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესტუმრა.

II ქვეით ბრიგადაში განხორციელებული სამუშაოების პირველი ეტაპის შედეგად კაპიტალურად გარემონტდა 11 ყაზარმა და შტაბის ერთი შენობა; რეაბილიტაცია გაუკეთდა შიდა გათბობის სისტემას, მოეწყო სავენტილაციო სისტემა. ყაზარმებში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საძინებელ ოთახებს, საშხაპეებს, საპირფარეშოებს, კლასებსა და დერეფნებს. უახლოეს დღეებში დასრულდება რკინა-ბეტონის წყალშემკრები ორი ავზის სამშენებლო სამუშაოები.

„სენაკის ბაზაზე ჩვენი ჯარისკაცები განახლებულ პირობებში იმყოფებიან. საქართველოს მთავრობამ, ჩვენ, ავიღეთ ვალდებულება, რომ თვისობრივად შევცვლით იმ პირობებს, რომელშიც ჩვენი გულადი ჯარისკაცები სამხედრო სავალდებულო თუ პროფესიულ სამსახურს გადიან. ხარისხი ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია. ამიტომ, ვამოწმებთ მიმდინარე პროექტებს. გარკვეული შენიშვნები, რაც ხელმძღვანელი პირებისა და სამხედროების მხრიდანაა, გათვალისწინებულია. მინდა დავპირდე ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანა - ყველა ჯარისკაცს ღირსეული პირობები ჰქონდეს - შესრულებული იქნება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დასრულებული სარემონტო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

სენაკის ბაზაზე მიმდინარე წელს ასევე, დაგეგმილია 7 ობიექტისა და სასადილოს გარემონტება. პროექტი უკვე მზადაა და მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე დაიწყება.

საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ბაზაზე მასიური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი სამხედრო ნაწილებში უკვე დასრულდა. მშენებლობას თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42