ომბუდსმენი ოლეგ მელნიკოვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 15:30, 09 Jan, 2014     1726

ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. საქმე ეხება ბრალდებულ ოლეგ მელნიკოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საკითხის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებისა და მოსამართლის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობას.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - ქეთევან ჯაჭვაძემ არ განიხილა საქართველოს პროკურატურის 2013 წლის 22 სექტემბრის მიმართვა ბრალდებულ ოლეგ მელნიკოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის დადასტურების თაობაზე მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათში;

მან ასევე უარი თქვა პროკურატურის შუამდგომლობის განხილვაზე 2013 წლის 15 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომაზეც - ანუ შუმდგომლობის მიღებიდან 23 დღის შემდეგაც. ოლეგ მელნიკოვისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხზე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ 2013 წლის 29 ოქტომბერს, ბრალდებულის ადვოკატების მიმართვის შემდეგ. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ ბრალდებულ ოლეგ მელნიკოვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განუხილველობა პროკურატურის მიმართვიდან – 2013 წლის 22 სექტემბრიდან 2013 წლის 29 ოქტომბრამდე (ვიდრე დაცვის მხარემ არ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით), 1 თვისა და 7 დღის განმავლობაში იყო გაუმართლებელი.

2013 წლის 22 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდი არ შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ ვადად ძებნილი ბრალდებულის გამოძიების ადგილზე ჩამოყვანის შემდგომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, გაუქმებისა და ძალაში დატოვების საკითხის განხილვისთვის. ამასთან, მითითებული დროის პერიოდში ბრალდებულ ო. მელნიკოვის დაკავება მაშინ, როცა სასამართლომ არ განიხილა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, გაუქმებისა და ძალაში დატოვების საკითხი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ასევე წარმოადგენს პირის გაუმართლებელ პატიმრობას და "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას. ამრიგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ – ქეთევან ჯაჭვაძემ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მოთხოვნა, რომელიც ბრალდებულს სწრაფი სასამართლო პროცესის უფლებას ანიჭებს, ამასთან, მან ცალსახად არ შეასრულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-10 ნაწილით მასზე დაკისრებული მოვალეობა და საერთოდ არ განიხილა პროკურატურის 2013 წლის 22 სექტემბრის შუამდგომლობა.

"საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" და "ვ" ქვეპუნქტის თანახმად კი, საქმის განხილვის გაჭიანურება და მოსამართლის ვალდებულების შეუსრულებლობა მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის სახეებია", - ნათქვამია სახლხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42