შესაძლო საფრთხეები და მოწოდება პარლამენტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით
საზოგადოება - 11:54, 08 Jan, 2014     1455

"მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, რომ გაითვალისწინონ საზოგადოების მაღალი ინტერესი, მიაღწიონ რთულ, მაგრამ აუცილებელ შეთანხმებას, აირჩიონ მეურვეები დასახელებული 27 კანდიდატიდან და ხმა მისცენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას პოლიტიკური კონტროლისაგან“, - ნათქვამია მიმართვაში რომელზე ხელმოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მიმართვის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც „ყურადღებით“ ადევნებენ თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს დაკომპლექტების პროცესს, მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მიერ დანიშნულმა შესარჩევმა კომისიამ „სანიმუშოდ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულა კანონის მოთხოვნა და საზოგადოების დაკვეთა, პროცესი წარმართა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება მისცა პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი კანდიდატებთან გასაუბრებისთვის და მეურვეობის 68 მსურველიდან შეარჩია 27 ღირსეული კანდიდატი.“

„სამწუხაროდ, პარლამენტმა ვერ შეძლო წარდგენილი სიიდან სასურველი კანდიდატების ამორჩევა. დემოკრატიულად დაწყებული პროცესი შეფერხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, იგეგმება ხელახალი კონკურსი, რაც მოიცავს საფრთხეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ პოლიტიკური ნიშნით არჩეული კანდიდატები. ამით დაზარალდება როგორც მაუწყებელი, ასევე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი“, ნათქვამია მიმართვაში.

ამ დროისთვის მხოლოდ 3 მეურვე დამტკიცდა-ერთი უმრავლესობის, ერთი უმცირესობის და ერთიც სახალხო დამცველის მიერ შეთავაზებული კანდიდატურებიდან. პარლამენტს დასამტკიცებელი ყავს მანამდე ჩაგდებული და ხელახლა შეთავაზებული კიდევ ორი კანდიდატურა. საპარლამენტო ჯგუფებს, მათ შორის უმრავლესობას, კიდევ ოთხ ვაკანსიაზე კანდიდატები არ დაუსახელებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42