ყოფილი პოლიტპატიმრები კუდ-ის აჭარის სამმართველოს ყოფილი უფროსის თემურ პატარიძის ლინჩის წესით გასამართლებით იმუქრებიან. როგორც ჯემალ დუაძე აცხადებს, პატარიძე ბათუმში ნახეს.
მისივე თქმით, პატარიძე თავს ყოფილი მოადგილის ალეკო ბალაძის ბინას აფარებს. პოლიტპატიმრები აცხადებენ, რომ აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი და მას აჭარაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.
ისინი პროკურატურისგან პასუხს ითხოვენ, თუ რის საფუძველზე მოხდა პატარიძის პატიმრობიდან გათავისუფლება და რატომ არ იყო ამ ფაქტის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი.
აღნიშნულ მისამართზე მისულ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ალეკო ბალაძე იქ არ ცხოვრობს, თუმცა მეზობლებმა დაადასტურეს, რომ ბინა ნამდვილად ეკუთვნის კუდ-ის აჭარის სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილეს.
მასალის გამოყენების პირობები






