პატრიარქმა 25 წლის წინ ინვიტროს განაყოფიერების მეთოდი მეცნიერს მოუწონა - რა მოხდა 25 წლის შემდეგ?
საზოგადოება - 20:16, 07 Jan, 2014     10145

შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, გიორგი კავკასიძე, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით, საშობაო ეპისტოლეს ეხმიანება და პატრიარქთან 25 წლის წინანდელ შეხვედრას იხსენებს.

,,1988 წლის 6 დეკემბერს, მე და ბობ ედვარდსი (Sir Robert Geoffrey Edwards) საპატრიარქოში შევხვდით საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. თარიღი იმიტომ მახსოვს ასე ზუსტად, რომ ამ შეხვედრის მეორე დღეს მოხდა სპიტაკის მიწისძვრა. შეხვედრის წინა ისტორია ასეთია - 1988 წლის დეკემბერში ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტმა ჩაატარა დიდი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია ადამიანის რეპროდუქციის საკითხებზე.

უამრავ (საბჭოთა და უცხოელ) სტუმართა შორის იყვნენ მაშინდელი მსოფლიო კორიფეებიც - კურტ ზემი (Kurt Zemm), ივ მენეზო (Ives Menezo) და რობერტ ედვარდსი, შემდგომში რაინდად შერაცხული დედოფალ ელისაბედ მეორეს მიერ (2011), ნობელის პრემიის ლაურეატი (2013) - სინჯარაში ჩასახული პირველი ბავშვის “თანაავტორი” პატრიკ სტეპტოსთან (Patrick Steptoe) ერთად. მე, როგორც უშვილობის პრობლემებით დაინტერესებულ ახალგაზრდა მეცნიერს და ასევე ინგლისურის მცოდნეს, ბობ ედვარდსი “ჩამაბარეს”. ჩემს სიხარულს და აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა - გავიცანი და პირადად შევხვდი მედიცინის ცოცხალ ლეგენდას. ვლაპარაკებოდით ყველაფერზე - მედიცინაზე, მეცნიერებაზე, კინოზე, ინ ვიტრო განაყოფიერებაზე, ცხოვრებაზე და ა.შ. ერთ დღეს მითხრა - მინდა თქვენი ეკლესიის წინამძღოლს შევხვდე, მისი აზრი მაინტერესებს ინ ვიტრო განაყოფიერებაზეო. დავურეკე მამაჩემს და ვთხოვე - თუ შეგიძლია აუდიენცია მოგვიწყე პატრიარქთან, დიდი მეცნიერია ჩამოსული და პატრიარქთან შეხვედრა სურსთქო. რამდენიმე ხანში დამიკავშირდნენ და მითხრეს ხვალ მიბრძანდით საპატრიარქოში, 20-წუთიანი შეხვედრა გექნებათო.

მეორე დღეს, დანიშნულ დროს გამოვცხადდით მე და ბ. ედვარდსი საპატრიარქოში. პატრიარქმა დიდი პატივით მიგვიღო და იკითხა რა გაინტერესებთო. ბობმა მოუყვა თავისი ისტორია, შემდეგ გადავიდა უშვილობის პრობლემებზე და ბოლოს დეტალებში აუხსნა ინ ვიტრო განაყოფიერების აზრი და მეთოდიკა (მე ვთარგმნიდი). ბოლოს კი ჰკითხა - თქვენ რა აზრისა ხართ მკურნალობის ამ მეთოდზეო (შეხვედრა 20 წუთის ნაცვლად ალბათ ერთ საათს გაგრძელდა). პატრიარქმა მოუწონა მიღწევები და უპასუხა - “თუ თქვენი მოგონილი მეთოდი ჯვარდაწერილ ცოლქმარს მოეხმარება უშვილობის პრობლემის გადაწყვეტაში, დამილოცნიაო”. საპატრიარქოდან რომ გამოვედით ბობმა მითხრა - “ძალიან გაგიმართლათ ასეთი ადამიანი რომ გყავთ ეკლესიის წინამძღოლადო”. ამ შეხვედრის შემდეგ 25 წელი გავიდა. დღეს წავიკითხე საშობაო ქადაგების ნაწილები და ცუდად გავხდი - რა მოხდა? ასეთი დეგრადაცია 25 წელიწადში ? „, - წერს კავკასიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42