ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "იმედში" სიუჟეტებსაც მოამზადებს. აღნიშნულ განცხადებას ტელეწამყვანი "კვირის ქრონიკასთან" საუბარში აკეთებს.
"გადაწყვეტილი მაქვს თოქშოუს პარალელურად დავიწყო სიუჟეტების კეთება. მე თვითონვე ვივლი გადაღებებზე ყველგან, სადაც კი თემიდან გამომდინარე იქნება საჭირო. ძალიან მენატრება რეპორტაჟების კეთება და ამიტომ მინდა ვიყო რეპორტიორი. ეს იყო ჩემი დიდი სურვილი და როდესაც მოლაპარაკებები მქონდა, მე თავად შევთავაზე „იმედს" ეს იდეა და ვუთხარი, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი რეპორტაჟებზეც. დეტალებს ვეღარ გეტყვით, ეს ტელევიზიის შიდა თემებია, თუმცა მაყურებელი ძალიან მალე ნახავს ჩემს მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს. გარდა ამისა, ვიმუშავებ რადიო „იმედში". სფერო, რა თქმა უნდა, ისევ პოლიტიკა და საზოგადოება იქნება", - აცხადებს გრიგოლია საგაზეთო ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






