განსაკუთრებული ყურადღება ეპისტოლეს იმ ნაწილს ეთმობა, სადაც ილია მეორე სუროგატი დედების მიერ გაჩენილ ბავშვებზე საუბრობს.
ექიმი რეპუროდუქტოლგები განმარტავენ, რომ ეს არის მედიცინის ხერხი, რომელიც ეხმარება უშვილო წყვილებს, ჰყავდეთ საკუთარი ბიოლოგიური შვილი და ეს რის პროცესი, რომელიც ახვედრებს ერთმანეთს დედისა და მამის უჯრედებს და შემდეგ კი ბავშვის განვითარება ხდება დედის ორგანიზმში.
არჩილ ხომასურიძის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდია უშვილობის პრობლემა და იგი მერყეობს 10-დნ 15%-მდე.
ექიმმა პატრიარქის ეს კომენტარი არასწორად ინფორმირებულობას დაუკავშირა.
"პატრიარქიც ადამიანია და მას ჰყავს, სამედიცინო კონსულტანტები, რომლებიც კარგ კონსულტაციას უწევენ, თუმცა ხშირად ცდებიან ხოლმე, კერძოდ ხელოვნურ განაყოფიერებასთან მიმართებაში. ეს მეთოდი ითვალისწინებს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ განსაკუთრებულს, მხოლოდ ვეხმარებით დედასა და მამას, რომ მათი უჯრედები შეხვდნენ ერთმანეთს", - განმარტავს საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ ხომასურიძე.
,,ჩვენ მოგვმართავენ ხშირად წყვილები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ცდილობენ გარკვეული სხვა კონსერვატიული მეთოდებით ცდილობენ მიაღწიონ შედეგს, მაგრამ არის ისეთი მდგომარეობები, რომელსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია, რომ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა, ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ყველანაირი მიღწევა, რომელიც კი არსებობს მსოფლიოში, უნდა იყოს გამოყენებული“, - აცხადებს ქართლ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკის დირექტორი ლიკა ჭყონია.
მასალის გამოყენების პირობები






