გორში კომბინატის დასახლებაში დადგმულ კარვებში, დღეს უსახლკარო პირები შეასახლეს, კარავებში ამ დროისთვის უკვე 3 პირი ცხოვრობს რომლებიც ზამთრის პერიოდში თავშესაფრით უზრუნველყოფილები იქნებიან.
აღნიშნული აქციის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გამოიყო როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპოუნა კობერიძე აცხადებს, ჯერჯერობით ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს ინფორმაცია რამდენი პირია თავშესაფრის გარეშე.
"მიახლოვებით ვიცით სოციალური სამსახურიდან, პატრულის მეშვეობით მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა პატრული და რამოდენიმე ადამიანი უკვე მოიყვანა. კარვები გათვლილია 18 ადამიანზე თუმცა ჩვენ კიდევ გვაქვს რეზერვი თუ დამატებით აღმოჩნდებიან უსახლკაროები შეგვიძლია დავაბინავოთ", - აცხადებს პაპუნა კობერიძე. დღესვე, კარვებში შესახლებული პირები შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმაც მოინახულა ,,ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ გვაქვს ეს რეალობა, ამიტომ ერთმანეთის გვერდში უნდა დავდგეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ ხალხის დასახმარებლად", - განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






