ხათუნა ლაგაზიძე "საქართველოს რკინიგზის" მატარებლით მგზავრობას უსაფრთხოდ არ მიიჩნვს
საზოგადოება - 10:58, 06 Jan, 2014     2885

"საქართველოს რკინიგზას პატრონი ჰყავს?! ლამის ყოველ კვირას მიწევს მგზავრობა თბილისი-ბათუმის "სწრაფი" მატარებლებით, რომლებმაც ამ ერთი წლის მანძილზე საოცარი ტრანსფორმაცია განიცადეს:

მგზავრობის ხანგრძლივობა გაგრძელდა ოფიციალურად ნახევარი საათით, მაგრამ არ მახსოვს ბოლო ერთი წლის მანძილზე ყოველ ჯერზე დამატებით 10-15 წუთი არ დაეგვიანოს; ერთი თვის წინ მემანქანემ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით აზრზე არ იყო "ახალი" ჩინური მატარებლების, შემთხვევით მისთვის უცნობ ღილაკს დააჭირა ხელი და მატარებელი საათნახევრით დადგა.

მემანქანის კარი ჩაკეტილი, უზრდელი გამცილებლები, ვაგონების ჩაკეტილი კარებები და ფანჯრები, სრული საინფორმაციო ვაკუუმი. ორი ახლად ნაოპერაციევი ქალბატონი მოყავდათ თბილისიდან ამ მატარებლით და ერთ-ერთი კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა.

მემანქანე მანამ მალავდა პრობლემას, სანამ თავად კოკა გუნცაძე არ ჩაერია თბილისიდან და სანამ შემთხვევით ერთმა მგზავრმა არ მიაგნო დაბლოკილი ღილაკის განბლოკვის საიდუმლოს და შემდეგ წიფის გვირაბიდან ბათუმამდე ეს ღილაკი, უკაცრავად პასუხია და კბილის ჩხირით ქონდათ "ჩაჭედილი", რომ მატარებელს გზა განეგრძო. როგორც აღმოჩნდა მემანქანეები საერთოდ არ იცნობენ ამ "ახალ" ჩინურ მატარბელებს და სანამ რაიმე უბედურება არ დატრიალდება, მანამ ეტყობა მათ არ ასწავლიან ახალ ტექნიკასთან მუშაობას! საოცარი სიბინძურე ვაგონებში, მათ შორის პირველი კლასის ვაგონში, მთელი გზის მანძილზე სადღაც გამქრალ-შეყუჟული გამცილებლები, არავითარი კერძო დაცვა ან დაცვის პოლიცია, რკინიგზა უსაფრთხოებაზე ფულს ზოგავს, როგორც ამიხსნეს.

ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით, გადამთვრალი მგზავრების გამშველებელი მატარებლებში არავინ იყო. და ეს ყველაფერი მოახერხეს და დაანგრიეს ერთ წელში. საქართველოს რკინიგზის მესვეურებო, ან სირცხვილი ან პასუხისმგებლობა - ასეთი ცნებები თქვენთვის უცნობია?!", - წერს "ფეისზუქზე ექსპერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42