პოლიტიკური ზღაპარი
პოზიცია - 18:45, 21 Nov, 2012     1288

ალბათ ჩვენც, ისევე როგორც ეხლა ჩვენი შვილები, სულმოუთქმელად ველოდებოდით ამ სკივრის გახსნას, სკივრის რომელშიც შენახული ამბებში მზეჭაბუკმა თავისი მზეთუნახავი ურჩხულს კლანჭებიდან გამოსტაცა, ამბებში სადაც მელიას თავისი სიბოროტისათვის ის საზღაური მიეზღო რასაც იმსახურებდა, ამბებში სადაც „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.
ამ ზღაპრების შემდეგ ალბათ ყველანი თვალებს ვხუჭავდით და ბიჭები წარმოვიდგენდით რომ ეს ჩვენ ვართ მზეჭაბუკები, რომლებიც მზეთუნახავის გამოსახსნელად ურჩხულთან საბრძოლველად მივდიოდით, ხოლო გოგონები კი ალბათ მზეთუნახავად საკუთარ თავებს წარმოიდგენდნენ ხოლმე და ელოდნენ იმ მზეჭაბუკს, რომელიც საშინელი ურჩხულის კლანჭებიდან იხსნიდა მათ.
ძალიან მაგარია ბავშვობა, ეს ის პერიოდია რომელიც აღარასოდეს არ დაბრუნდება. ბუნების კანონიცაა ეს და რა თქმა უნდა თვითგადარჩენისთვის აუცილებელი. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ადამიანები ბავშვებად რომ დარჩენილიყვნენ? 2 დღეში კაცობრიობა გადაშენდებოდა ამ სამყაროდან.
ამიტომაცაა რომ რაოდენ ლამაზიც და საოცნებოც არ უნდა იყოს ბავშვობა, იმდენად საშიშია ბავშვობაში ჩარჩენა. ამ დროს ყველაფერს უყურებ ბავშვის თვალით, გჯერა ყველა მოყოლილი ზღაპრების და ყოველთვის ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული, ელოდები როდის დააკმაყოფილებენ უფროსები შენს მოთხოვნილებებს, გიყიდიან სჩუქრებს, მოგიმზადებენ საჭმელს და რაც მთავარია დაგიცავენ სხვა, ბოროტი ბიძიებისა თუ დეიდებისაგან.
სამწუხაროდ ბავშვობაში არათუ ინდივიდუალურად პიროვნება შეიძლება ჩარჩეს (არ ვიცი ამ სინდრომს რა ჰქვია მედიცინის ენაზე), არამედ შეიძლება მთელი ერიც კი ჩარჩეს ბავშვობაში, ეს კატასტროფაა ამ ერისთვის. ის დაუცველია უკვე, ის დამოკიდებულია სხვაზე–ეს ერი მთელი ქვეყნის(უფროსების) გასაგონად კი აყენებს თავის მოთხოვნებს რადგან ფიქრობს რომ აქვს ამის უფლება, მაგრამ ბავშვებიც ხომ ასე იქცევიან? როდესაც ბავშვები ჯიუტობენ ხოლმე რამეზე, ან როცა ვეფერებით , ან შენიშვნებს ვაძლევთ, გვსაყვედურობენ–პატარა კი არა ვარო.
ზუსტად ასევეა, როდესაც რომელიმე ერი რჩება ბავშვობის ასაკში, მიუხედავად მისი თუნდაც 2500 წელზე მეტი ისტორიისა შეიძლება ისიც კი ბავშვად დარჩეს (ყველას გაგვიგია „მოხუცები – დიდი ბავშვები არიანო, ღმერთმა ნუ ჰქნას რომ ჩვენი ერი უკვე მოხუცი და გადაბერებული იყოს, რადგან სიბერეს აუცილებლად სიკვდილი მოჰყვება), ქართველ ერსაც ბავშვივით უყვარს და სჯერა ზღაპრების, მარტო ამ 20 წლის მანძილზე იმდენჯერ მოუყვნენ და იმდენჯერ დაიჯერა, რომ თვლაც ამერია. ყოველი მოყოლილი ზღაპრების შემდგომ ამ ერს სჩვევია საღათის ძილით ძილი, მხოლოდ მომენტალურად–წამიერად გამოფხიზლდება ხოლმე, ამ გამოფხიზლების დროს ყველანაირად ცდილობს რომ თავისი გაიტანოს, თავისი სათქმელი სთქვას–მაგრამ აი ზღაპრებს კი ვერაფერს უპირისპირებს, მას ყველა ზღაპარი გულით სწამს.
1. მან დაიჯერა რომ ზვიადიმ მილიონები გაზიდა როდესაც დევნილობაში წასვლა აიძულეს, დაიჯერეს რომ იმ დონის უნამუსო იყო, საქართველოს უჭირდა და მას კი ბრონირებული მერსედესი ჰყავდა, დაიჯერა ზვიადის ბოროტება და მხოლოდ წამიერი(დროის თვალთახედვიდან გამომდინარე) ეყო ქართველ ერს იმისთვის რომ ეროვნული გმირი–ერის მოღალატედ ექცია.
2. ამ ერს დააჯერეს რომ მხოლოდ ედიკა თუ გადაარჩენდა განადგურების და დაღუპვის პირას მყოფ საქართველოს, დააჯერეს რომ მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულობებისა (მაგალითად თვიუთმფრინავის ბიჭების ამბავი) მაინც გმირია, დააჯერეს ქართველებს, რომ „ედიკა რომ არა საქართველოს დამოუკიდებლობას არავინ აღიარებდა“, დააჯერეს და დააჩოქეს კიდეც ედიკას წინ მუხლებზე ქართველები, რომლებიც ეხვეწებოდნენ არე დაგვღუპო – სახელმწიფოს მეთაურობიდან არ გადადგეო, ისე გულწრფელად დაიჯერეს ედიკას გმირობის და პატნიოსნობის ზღაპარი, რომ მისი რეალური სახე დაავიწყდათ, ის სახე რომელიც ედიკას კომუნისტური მმართველობიოს დროს, მის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს დატრიალებული 9 აპრილი, თუ 9 მარტი აღარავის ახსოვდა.
3. შემდეგი ზღპარის სათურია „ვარდი უეკლოდ არავის დაუკრეფია“, ამ პერსონაჟის გმირები თავდაუზოგავად ებრძოდნენ ყველაზე საშინელ ურჩხულს რაც კი შეიძლება ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს და მისმა ნიჭმმა შეჰქმნა-სახელად კორუფცია.
ძალიან კი ჰყავდა მთელი ქართული საზოგადოება ამ ურჩხულს დამონებული, ხოდა ამ ზღაპრის გმირები შეიბნენ და მთელი ერის თვალწინ დაამარცხეს-შეიქმნა ყიჟინა და დაჰკრებს საზეიმო დაფდაფებს ხელისგული, მიეცა ერი ღრეობას და ამ ღრეობით ისე მოიქანცა რომ მთელ 9 წლიან ძილს მიეცა, უკვე არა საღათის ძილს არამედ მშვიდ ძილს, მათ ხომ თავისი თვალით ნახეს დამარცხებული ურჩხული-მაგრამ ნახეს კი? თუირმე თქვენც არ მომიკვდებით ძალიან საღ-სალამათიც ყოფილა და პირიქით დაწინაურებულიც, ადრე ეს ურჩხული თუ ყოველ გზაჯვარედინზე გვხვდებოდა, ყოველი ოთახის შესასვლელში გველოდა-ეხლა უკვე პირდაპირ მთავრობას მოლაპარაკებია და ჩვენისთანა წვრილფეხობისთვის არც ისვრიდა ხელს.
4. წამიერი გამოფხიზლება და ერმა დაინახა სახეცვლილი ურჩხული, აღშფოთდა, შეშფოთდა, გაგიჟდა და გადაირია-და ზუსტად ამ დროს, როგორც იტყვიან სულზე მოუსწო შემდეგმა ზღაპარმა-კეთილ და სანდო, გულუხვ მეცენატზე, რომელიც ხალხს გაანთავისუფლებდა ამ ურჩხულისაგან, დაუბრუნებდა ამ ერს მტრის მიერ წართმეულ ტერიტორიებს, გაუიაფებდა ცხოვრებას-და როგორც მოსალ;ოდნელი იყო დაიჯერა ეს ზღაოარიც ქართველმა ერმა, არადა ყველაზე ძნელად დასაჯერებელი ზუსტად ეს ზღაპარია, ზღაპარი რომელსაც ჩვენ ბავშვობისასაც არ დავიჯერებდით, ზღაპარი რომლითაც ჩვენს შვილებს ვერ მოვუყვებით სირცხვილით-რადგან ამ ზღაპარს ზღაპართანაც კი საერთო არაფერი არ აქვს-იმდენად უნიჭოდაა დაწერილი. ხალხმა და ერმა კი ჭამა, ამ ყველაზე უნიჭო ზღაპარმაც კი თავისი დანიშნულება პირნათლად შეასრულა-ერმა დაიჯერა და ამ ზღაპრის ახდენის ოცნებით კვლავ საღათის ძილს მისცა თავი.
არადა ბოლო ზღაპარი მართლაც ისეთი ზღაპარია, თუ ადამიანს ელემენტარულად თვალები აქვს დაინახავს და თუ სმენა აქვს მიხვდება, მაგრამ ამ დანახვას და მიხვედრა მარტო თვალები და სმენაც არ შველის-პაწა ტვინის განძრევაც უნდა, აი ეს კი ქართველებს ცოტა (უფო კი გვარიანად) გვეზარება, ამ ზღაპრის რამდენიმე მომენტზე მინდა ყურადღება გავამახვილო.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-ყველაზე დაუჯერებელი ზუსტად ესაა, რადგან ადამიოანს ერთხელ მაინც თუ აქვს რუსეთის ისტორია წაკითხული, ერთხელ მაინც თუ დაუხედია რუკაზე, თუ იცის რამხელა სტრატეგიული მნიშვნელობისაა რუსეთისთვიუს სამაჩაბლო, თუ იცის აფხაზეთის მნიშვნელობა, თუ ხვდება რა მოვლენების განვითარებაა შესაძლებელი სამცხე-ჯავახეთში, ამ ზღაპრის უსუსურობას აუცილებლად დაინახავდა. მინდა ვკითხო მათ ვინც ბოლო ზღაპრის დაიჯერა-ერთი წამით მაინც გააქვთ იმის იმედი რომ რუსეთი თავისი ნებით დათმობს აფხაზეთს და სამაჩაბლოს? ერთი წამით გაქვთ გააზრებული რა მოუვა თავად რუსეთს თუ სამაჩბლო მაინც დათმო? მას ხომ ხელიდან ეცლება არა მარტო საქართველოს შუაწელზე გადატეხვის საშუალება-არამედ იმტერებს ჩრდილოკავკასიაში მცხოვრებ და რუსეთის ფორვოსტ ოსებს? თქვენ წარმოდგენილი გაქვთ რა მოუვა რუსეთს თუ აფხაზეთის აღიარება უკან წაიღო რუსეთმა? ჩათვალეთ რომ ადიღეელები(მთელი ჩერქეზული მოსახლეობა) მეორე ჩეჩნეთს გაუხსნიან იქ-რადგან მათი უმეტესობა რძოლაში გამოცდილია უკვე.

არა რა თქვე კაი ხალხო ამას თუ ხვდებით მაშ რატომღა დაიჯერეთ ზღაპრის ეს მონაკვეთი?

ფასების დაწევა-ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ რა ხდება მსოფლიო ბირჟებზე? რისი დეფიციტია, რისი მოთხოვნაა, ამ ზღაპრის ერთ-ერთი გმირის, სოფლის მეურნეობის მინისტრის სიტყვებზე „ვენახი მაინც პრიორიტეტულიაო“ ტაში რომ შემოჰკარით, სად გინდათგაასაღოთ ეს ყურძენი და ღვინო?ვიცი მეტყვით რუსეთშიო-აგერ ბაზარს გვიხსნისო. რუსეთი რომ ამას სპეციალურად აკეთებს რომ მის ეკონომიკაზე მივებათ ამას რატომ ვერ ამჩნევთ? რა ხეირი მოუტანა მთლიანად საქართველოს და არა გარკვეულ ბიზნესმენებს პიროვნულად რუსეთის ბაზარმა? დაგავიწყდათ თავის გემოზე რომ გვათამაშებდა? და რუსეთი ჩვენი კეთილი თვალების გულისთვის კი არ ხსნის მაგ ბაზარს როგორც ამ ზღაპრის მთლა უფროსი გმირი იძახი-არამედ მსო-ს გულისთვის (რისი წინააღმდეგიც მე ვიყავი).

კიდევ გავაგრძელო იქ ჩამოთვლილი დაპირებები? არა? რატომ? თავადაც ხვდებით რომ უნიჭოდ დაწერილი ზღაპარია?

ამას ხვდება ქართველი ერი? ამბა მაშინ გამაგებინეთ რატომ დაიჯერეთ ეს ზღაპრები? დაიღალეთ? თავი მოიტყუეთ ვითომ დაიჯერეთ? აფერუმ თქვენ! მაშინ მართლა ღირსები ხართ რაც თავს გხდებათ და რაც მომავალში გადაგხდებათ.

ხოდა ეს უნდა დამემთავრებია სიტყვებით

ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა ფქვილი აქა
მაგრამ, თავად არ მომეცით ამის საშუალება, და ღმერთმა ჰქნას რომ შეეშვათ ძილს და თქვენივე მომავლისთვის გაიზარდოთ, რადგან ზღაპრებით მხოლოდ პატარები ერთობიან.

გიორგი შარაშენიძე
სპეციალურად საინფორმაციო სააგენტო ნიუპოსტისთვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42