პატრიარქი: ცოდნისა და ღრმა აზრების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს
საზოგადოება - 16:54, 05 Jan, 2014     1408
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ საქართველო ცოდნისა და ღრმა აზროვნების გარეშე ვერ იარსებებს:

"ცოდნისა და ღრმა აზრების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს, რადგან მეცნიერება და ტექნიკა წინ უზარმაზარ ნაბიჯებს დგამს. მართალია ზნეობა ჩამორჩა, მაგრამ მეცნიერება და ტექნიკა წინ მიდის. ჩვენ უნდა მივდიოთ მას. უნდა გვესმოდეს სად მიდის და სად მიჰყავს ხალხი. როდესაც მეცნიერი მუშაობს, ის კეთილი მიზნებით ხელმძღვანელობს, მაგრამ შემდეგ იმ ტექნიკას ბოროტად იყენებენ. თუნდაც ავიღოთ ბირთვული იარაღი. ამიტომ ადამიანისთვის ზერელე ცოდნა არ კმარა. ადამიანი ერთი დარგის სპეციალისტი მაინც უნდა იყოს

როდესაც ხდება ესა თუ ის მოვლენა, ხშირად ჩვენ ფაქტის შემდეგ ვფიქრობთ რატომ მოხდა ეს, მაშინ, როდესაც უნდა გვქონდეს წინასწარ განჭვრეტის უნარი. უნდა ავირჩიოთ გზა ერისა, ქვეყნისა, ეკლესიისა, სადაც იქნება უშფოთველობა, მიმტევებლობა და ურთიერთგაგება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც გადაარჩენს ადამიანს, ერსა და ქვეყანას. ხშირია, როდესაც ფაქტის შემდეგაც ვერ ვააანალიზებთ მომხდარს და გვავიწყდება ჩვენი შეცდომები. რამდენი რამ გადაგვხდა, მაგრამ არც ერთი ფაქტი გაანალიზებული არ არის

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ანალიტიკურ აზროვნებას და ანალიტიკურ აზროვნებას უნდა ვასწავლიდეთ სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. თუ ამას ისწავლის ადამიანი, მას გაუადვილდება ცხოვრება, თავიდან აიცილებს მრავალ განსაცდელს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ვიცით, მაგრამ სიღრმისეული ცოდნა გვაკლია, ყველაფერს ვეხებით, მაგრამ არ ვაანალიზებთ, ყველაფერი ზერელეა. ვკმაყოფილდებით ტელევიზიით და პრესით, როდესაც უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს როგორც საღვთისმეტყველო, ასევე ისტორიულ, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ, ანთროპოლოგიურ, ფსიქოლოგიურ წიგნებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სიღრმისეულ ცოდნაზე

მაქვს სურვილი, ყველა ჩვენგანმა აიღოს რომელიმე საკითხი. თუნდაც ფილოსოფიიდან, ისტორიიდან, მედიცინიდან ან სოფლის მეურნეობიდან და ღრმად შეისწავლოს იგი. გახდეს სპეციალისტი, შეისწავლოს ლიტერატურა, რომელიც გამოცემულია ამ საკითხზე. შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე პიროვნება, დავუშვათ დავით აღმაშენებელი ან თამარ მეფე, რაც გამოცემულია მათ შესახებ შევისწავლოთ და ჩვენ ვიქნებით სპეციალისტები. თუ ერთად შევკრებთ ამ მასალას, გვექნება უზარმაზარი ცოდნა, რაც გამოგვადგება ჩვენ და ჩვენს ერსაც", - ბრძანა უწმინდესმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42