ბრძოლა თანასწორობისათვის
საზოგადოება - 17:46, 21 Nov, 2012     589

ერთმანეთს ვერ ვუგებთ, ზოგჯერ გვეჩვენება, რომ სხვა და სხვა ენაზე ვსაუბრობთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი კოლეგა მარტო იმიტომ დააწინაურეს, რომ ის მამაკაცია... უბედურება ისაა, რომ ამაში არის სიმართლის მარცვალი.

 

 

აი, ისინიც - მწარე სიმართლის მარცვლები:

 

სტატისტიკის მიხედვით საუბარში ჩარევის 100 შემთხვევიდან 96 შემთხვევაში ინიცირებულნი არიან მამაკაცები. ისინი უფრო ცოტას საუბრობენ და იყენებენ პირდაპირ მიდგომას, რომელიც აგებულია მოკლე ფრაზებით. ამასთანავე ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ მოსმენილის წამიერად მიღება იმ დროს, როდესაც ქალები მეტს ფიქრობენ ნათქვამზე და ეძებენ მასში დაფარულ იდუმალ აზრებს. შეუსაბამობათა თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება თუ ქალები მამაკაცის ენას ისწავლიან. ორი ენის ცოდნა ხომ ყოველთვის დასაფასებელია!

 

ძირითადი სხვაობა კი მამაკაცისა და ქალის ტვინის სტრუქტურაშია. - აი, კიდევ სადაა ძაღლის თავი დამარხული! მამაკაცის ტვინის სტრუქტურა გათვლილია სამუშაოს თანმიმდევრობითი შესრულებისათვის, ხოლო ქალების - ქსელური აზროვნებისათვის. მამაკაცები ფიქრობენ მოქმედებათა სვლაზე მოკლე დროში, ქალები კი წინ იყურებიან. ამიტომ მამაკაცთა გადაწყვეტილებებს უფრო ეფექტური შედეგი მოაქვთ. ქალები კი უფრო წარმატებულნი გრძელვადიანი სამუშაოს დაგეგმვაში არიან.

 

რაც შეეხება ჩაცმულობას, მამაკაცის საქმიანი კოსტიუმი  იწვევს რესპექტაბელურობისა და საიმედოობის ასოციაციას. ქალთა სამყაროში ასეთი უნივერსალური გადაწყვეტა არ არსებობს. თუ თქვენ დიდი ხნის მანძილზე კოსტიუმით ივლით, თქვენი კოლეგები ეფექტური კაბებით უფრო შესამჩნევნი იქნებიან. კარგად ჩაცმული, თავმოვლილი ქალები კი მეტ ხელფასს იღებენ და უფრო მაღალი თანამდებობები უჭირავთ. ამიტომ ყველაზე კარგი იქნება, თუ სამსახურში მიღებისას დაინტერესდებით, რა სახის სამოსი იქნება მისაღები ხელმძღვანელობისათვის და ჩაიცვით ის, რაშიც თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს.

 

ქალის შრომა მეტად ფასდება, ვიდრე მამაკაცისა, ღირებულება კი ნაკლები აქვს. ამიტომ გაყიდეთ თქვენი შრომა მამაკაცის სტრატეგიაზე. უფროსთან ამ თემაზე საუბრისას თავიდან სიტუაციის მიხედვით აიღეთ არგუმენტი. შემდეგ მოუყევით თქვენს ღვაწლზე, შეაჯამეთ მთელი თქვენი მიღწევები და დაივიწყეთ ჩავარდნები. ეს ეგრეთწოდებული "მეხსიერების დაკარგვა" დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვითკრიტიკა - ნამდვილი ქალური თვისება. გამოიყენეთ პირდაპირი და კონკრეტული სათქმელი და არ მოგერიდოთ გამოთქვათ თქვენი ფინანსური მდგომარეობაც.

 

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ ხელმძღვანელი ქალია,  სავარაუდოდ კომპანიაში იქნება მეტი არაფორმალური ურთიერთობები, ვიდრე მამაკაცის ხელმძღვანელობის შემთხვევაში. ამიტომ არ ისწრაფოთ დაძმობილებისა და სუბორდინაციისაკენ. ფსიქოლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ  ქალ-ხელმძღვანელს უჭირს ორგანოს დელეგირება და ის თავდადებულად ცდილობს სამუშაოს მეტი ნაწილი თავად შეასრულოს, იმის ნაცვლად, რომ გაანაწილოს ის თანამშრომლებს შორის.

 

და, ბოლოს სექსზე:

 

სოციალური ქსელების გამოკითხვათა შედეგებით მამაკაცთა 50%-ს და ქალთა 46%-ს ჰქონიათ სექსუალური ურთიერთობა თანამშრომლებთან სამსახურში. ასე, რომ აქაც დიდად არ ჩამოუვარდებიან ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს. თანაც ოფისი არაფრით არაა უარესი ღამის კლუბზე ან რესტორნებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42