თენგიზ არჩვაძე: ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტიდან რომ გამოასვენეს, ორმოცი კაციც არ იყო...
საზოგადოება - 20:48, 04 Jan, 2014     3897

„ილია რომ მოკლეს ძველი სტილით 30 აგვისტოს, მას მერე 15 სექტემბერს - ბაბუა ემსხვერპლა მკვლელებს. საიმათო საქმეს არ აკეთებდა და იმიტომ, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდა, არ ვიცი... მერე მკვლელები ვითომ დაიჭირეს, მაგრამ რა... ასე ვითომ ილიას მკვლელებიც დაიჭირეს... სხვათა შორის, ბერბიჭაშვილი ვარანცოვზე ჩვენი მეზობელი იყო, კანფეტებს მაჭმევდა ხოლმე... მაღალი კისერი ჰქონდა, ჭროღა თვალები, პატარა თავი, ფართო ბეჭები, გრძელი კიდურები... გამოკვეთილად განსხვავებული გარეგნობისა იყო. ვხატავდი ხოლმე. ერთხელ ნასვამი მივედი შინ და ყველაფერი ცეცხლს მივეცი...

მახსენდება ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობდი: შიო დედაბრიშვილი ნიკოლაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. იქვე იდგა გივი თოხაძის სახლი, მეზობლად - გიზო სიხარულიძისა. მე, გივი და გიზო ერთად ვიყავით პიონერთა სასახლეში. შიო დედაბრიშვილი (არქეოლოგი, შიო არაგვისპირელის შვილიშვილი. - ლ.ჯ.) სულ ნასვამი დადიოდა, სიგარეტს ეწეოდა, ფული კი არასდროს ჰქონდა. ყოველ საღამოს ვხვდებოდით რუსთაველზე და დილის 6 საათამდე დავდიოდით, ვლაპარაკობდით პოეზიაზე. გალაკტიონი გადაღმა იდგა - ოპერასთან. ჩვენ იქით არ გადავდიოდით... თუ სპექტაკლზე მივდიოდით, პირდაპირ ოპერასთან გადავჭრიდით ქუჩას... ვერის დაღმართი... ელბაქიძის ქუჩა... იქ რეზი თარხან-მოურავი ცხოვრობდა, პეროვსკაიაზე - ავთო ვარაზი.

სამაიას ბაღთან ექვთიმე თაყაიშვილი და შალვა ნუცუბიძე სეირნობდნენ ხოლმე. ექვთიმეს ფეხი აწუხებდა, ამიტომ ერთი ფეხსაცმლის ქუსლი საგანგებოდ ჰქონდა ამაღლებული. შორიდანვე ვცნობდი... ფეხს ავითრევდი, იქნებ ყური მომეკრა, რაზე საუბრობდნენ... ორივემ იცოდა კომუნისტური მათრახის ძალა, ხმადაბლა საუბრობდნენ... ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტიდან რომ გამოასვენეს, ორმოცი კაციც არ იყო... შორიდან მივყვებოდი, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა.

მე მოსკოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი - ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ ძმები კაკაბაძეები - დავითი და მისი ძმა. დავითი დიდი პიროვნება და მხატვარი იყო. როცა საბჭოთა იდეოლოგიამ შეავიწროვა და თავისი ჭკუით ხატვას ჩამოაშორა, ჯერ ფრანგულს, მერე კი ფიზიკასაც ასწავლიდა სკოლაში. საოცარი ადამიანები იყვნენ", - იხსენებს თენგიზ არჩვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42