სერგი კაპანაძე: აფხაზეთის აღიარების პოტენციური საფრთხეები სოჭის ოლიმპიადაში
პოზიცია - 19:34, 04 Jan, 2014     5323

ამათგან ნაწილი უკვე მოხდა. ნაწილი აუცილებლად მოხდება.

- სოჭში მიმდინარე მშენებლობებისთვის აფხაზური ქვიშის და საშენი მასალების გამოყენება. ეს უკვე მოხდა.

- მას მედიის სარეგისტრაციო ბარათში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოცემულია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ეს უკვე მოხდა.

- ჟურნალისტები გაივლიან აკრედიტაციას როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჟურნალისტები. ეს მოხდება.

- სხვა სარეგისტრაციო

- რუსეთის ხელისუფლების ეგიდით ორგანიზებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე მიწვეული იქნებიან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები. ეს მოხდება.

- რუსეთის ხელისუფლების ეგიდით, ან სხვა არასახელმწფოებრივი ეგიდით ორგანიზებულ არაოფიციალურ ღონისძიებებზეც მიწვეული იქნებიან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები. ეს მოხდება.

- ოფიციალური დელეგაციების გადასაადგილებლად გამოყენებული იქნება აფხაზური სიმბოლიკის მქონე ავტომობილები. ეს უკვე მოხდა.

- აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, ასევე მათი სიმბოლიკის, მათ შორის, დროშების რეკლამირება სოჭაში. ეს მოხდება.

- ოფიციალურ დელეგაციებს შესთავაზებენ აფხაზეთში გასეირნებას/ტურებს. ეს მოხდება.

- აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეკლამირება სხვადასხვა სახის ნაბეჭდ პროდუქციაში, რომელიც დარიგდება ოლიმპიადის დროს. ეს მოხდება.

- აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების კონტაქტი, ძირითადად არაფორმალურ გარემოში (მიღებები, ა.შ.) სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, თანმდევი მედია გაშუქებით. ეს მოხდება.

ბუნებრივია, რუსეთის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში და მის ფორმალურ ნაწილებში. ეს ალბათ ასეც იქნება, რადგან ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ღონისძიებებში მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ ეპიზოდებში დარწმუნებული ვარ იქნება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის მცდელობები.

ამაზე რას ვიტყვით?

საქართველოდან ოფიციალური დელეგაცია რომ არ ჩადის, ეს კარგია. მაგრამ ოლიმპიური ნაკრების ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობით, რომელშიც ყველაფერი ზემოთ თქმული იქნება, რამე ზიანს ხომ არ ვაყენებთ სახელმწიფო ინტერესებს? აი ესაა ის კითხვა, რომელზეც, იმედია ხელისუფლებას აქვს ნათელი პასუხი და ანალიზი.

სერგი კაპანაძე

ექსპერტი, ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42