"ტელეკომპანია რუსთავი2-ზე გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, 2014 წლის 4 იანვარს, 3 საათზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მსჯავრდებულ ლ.კ-ს მშობლებს შეხვდა და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
აღნიშნული მსჯავრდებული ამჟამად მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში გადის. ლ.კ კლინიკაში მუცლის ღრუს მწვავე ტკივილებით 31 დეკემბერს გადაიყვანეს. ექიმების დასკვნის საფუძველზე, მსჯავრდებულს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ღუდუშაურის კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.
პაციენტის თანხმობის შემთხვევაში, სამინისტრო მზად არის მედიას სრული ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ", - ნათქვამია სუბარის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






