4 იანვარს, რუსეთის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტს, მოქანდაკე ზურაბ წერეთელს 80 წელი შეუსრულდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქანდაკე ზურაბ წერეთელს 80 წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა მხატვრის თვითნაბად ტალანტს.
„გულუხვი, თვითნაბადი ტალანტი, შემოქმდებითი გამბედაობა და ნამდვილი მხატვრის ხელოვნება - გაძლევთ საშუალებას სრულებით მოახდინოთ რეალიზება თქვენი ძლიერი შემოქმედებითი პოტენიალისა, მიაღწიოთ უფრო მეტ, დამსახურებულ აღიარებას, ხორცი შეასხათ გამორჩეულ, საინტერესო პროექტებს“, - ნათქვამია მისალოც ტელეგრამაში.
„სასიხარულოა, რომ თქვენ დღესაც დაკავებული ხართ თქვენი საყვარელი საქმით, ბევრს და ნაყოფიერად მუშაობთ საზოგადოებრივ სფეროში, გამახვილებულ ყურადღებას აქცევთ აღმზრდელობით, პედაგოგიურ სამუშაოს“, - აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






