აღნიშნულის შესახებ იმ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა ზაბახიძემ მიიღო. როგორც ინგა ზამბახიძის ბრძანებაშია აღნიშნული, ბიზნესმენს ეს ტიტული "ბრწყინვალე მეცენატობისა და ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის" ერგო. "განკარგულება #158 ლევან ვასაძისათვის საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ:
საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 სექტემბრის N24-ე დადგენილების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1. მიენიჭოს საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება ბატონ ლევან ვასაძეს, ბრწყინვალე მეცენატს და დიდ მამულიშვილს, ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის. მუხლი 2. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე", - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე აწერს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები






