1 იანვარს ოზურგეთში ავტომანქანას, სადაც იეჰოვას მოწმეები ისხდნენ, მინები ჩაუმსხვრიეს, ხოლო შენობას, სადაც დაზარალებულები რელიგიურ რიტუალს ასრულებდნენ, ქვები დაუშინეს.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. ამ დრომდე არაა ცნობილი დაკითხეს ან დააკავეს თუ არა ინციდენტის მონაწილეები.
საქმე სს კოდექსის 187- ე მუხლის მიხედვითაა აღძრული: „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
ბრალი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები






