,,იმ პერიოდში სანამ ჩვენ ვიყავით ჯგუფში, მუშაობა მიმდინარეობდა ძალიან ზედაპირულად'', - აღნიშნა ჩუგოშვილმა.მისი განმარტებით, სამუშაო პროცესში შეიქმნა სერიოზული პრობლემა - თავიდან გადაწყვეტილი იყო ყველა საქმის შესწავლა და ანალიზი, იმასთან დაკავშირებით შეესაბამებოდა თუ არა ევროსაბჭოს სტანდარტებს. თუმცა შემდგომში შეიქმნა წინააღმდეგობები რამოდენიმე წევრისგან, მათ შორის ნანა კაკაბაძისგან.
მისივე განმარტებით, ჯგუფში საია-ს ყოფნის პერიოდში პატიმართა საქმეებზე დასკვნების მომზადება არ ხდებოდა.
,,თითოეული კითხვის დასმას მოყვებოდა ხოლმე დიდი პროტესტი, წინააღმდეგობა. იყო ისეც, რომ ურეკავდნენ პატიმრებს სხვადასხვა პირები, ზუსტად არ ვიცი ვინ, და ეუბნებოდნენ, თქვენი სიაში შეყვანის წინააღმდეგი არიან "ეს" ორგანიზაციები, რაც შემდეგ აგრესიას იწვევდა მათი მხრიდან'', - განაცხადა ჩუგოშვილმა გადაცემა ,,აქცენტებთან'' საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






