ქსნის მე-19 ტუბერკულიოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში რამდენიმე საათის წინ 25 წლის მსჯავრდებული გარდაიცვალა.
მსჯავრდებულ დ.გ აპენდიციტის შეტევით გარდაიცვალა, როგორც ,,ნიუპოსტს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, დაწესებულებაში მოსული სასწრაფო დახმარების მანქანა პაციენტთან არ შეუშვეს, ადგილზე კი შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს. მსჯავრდებულები ამის გამოპასუხისმგებლბას ადმინისტრაციას აკისრებენ. მსავრდებულს 3 თვე ჰქონდა დარჩენილი გათავისუფლებამდე. ,,მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ცხედარს საკნიდან არ გაატნევენ, სანამ ექსპერტიზა ადგილზე არ ჩაუტარდება“ - განუცხადეს ,,ნიუპოსტს“. გარდაცვლილი სამეგრელოს რეგიონიდანაა.
,,ნიუპოსტი“ დეტალების გარკვევას სასჯეალღსრულების სამინისტროსთან ცდილობს, თუმცა ამ დრომდე პრესცენტრში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
მასალის გამოყენების პირობები






