სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ახალი 2014 წელი მიულოცა სრულიად საქართველოს.
,,ყველას მოგესალმებით,
ღვთის წყალობით მოგვიახლოვდა ახალი წელი, ყოველ ახალ წელს ჩვენ ვხვდებით დიდი იმედებით. დღესაც ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს. უპირველეს ყოვლისა, ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა შეიცნოს თავი თვისი. ძველი რომაელები ამბობდნენ - ,,შეიცანი თავი შენი“. ყველაზე დიდი საიდუმლოება ჩვენშია, ჩვენში დავინახავთ ჩვენ ღმერთს, სიკეთეს, ბოროტებას. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ განიწმინდოს თავისი გული და გონება ბოროტებისაგან და ადამიანის გული უნდა გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია ჩვენი, საიმედოა.
საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და მე ვიტყოდი, მთელმა კავკასიამ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობის დაპირსიპირების ასპარეზი, არამედ თანამშრომლობის და ურთიერთგაგების ასპარეზი უნდა გახდეს.
მე დღეს გულითადად ვულოცავ ახალ წელს მთელ საქართველოს, ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს რუსებს და ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში, ჩვენ იმედით ვუყურებთ მოავალს და ეს იმედი დამყარებულია ჩვენს რწმენაზე. მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება უნდა სუფევდეს ადამიანის გულში. დღეს მე განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ უძლურებასა შინა მყოფთა, ავადმყოფებს, საავადმყოფოში თუ სახლში მყოფთა, მე ვულოცავ პატიმრებს, გაჭირვებულთ და გისურვებთ, რომ თქვენი გაჭირვება, თქვენი მწუხარება სიხარულით შეიცვალოს.
ადამიანი, რომ იყოს ბედნიერი უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მადლი ღვთისა, წყალობა და მადლი წინაპრებისა და კეთილი საქმეები თვითონ ადამიანისა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დალოცვას, მშობლებმა უნდა დალოცოთ თქვენი შვილები და ეს უნდა ხდებოდეს ყოველ დღე. შვილი უნდა ღბულობდეს ლოცვა-კურთხევას თავის დეიდსაგან და მამისაგან და უნდა ემთხვიოთ მშობლებს ხელზე და ამ მთხვევის დროს ღვთის ლოცვა-კურთხევ გადმოვა თქვენზე“, - ბრძანა უწმინდესმა თავის საახალწლო მილოცვაში.
მასალის გამოყენების პირობები






