თენგიზ გუნავა: ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს! დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!
სოც.მედია - 01:08, 01 Jan, 2014     3037

,,ჩემო ძვირფასო ქართველებო, ჩემო თანაპარტიელებო და თანამებრძოლებო, საიმედო მეგობრებო, ერთგულო თანამოაზრეებო, გილოცავთ 2014 წელს! ეს წელი ყოფილიყოს წინგადადგმული ნაბიჯი ყველაზე თამამი მიზნის მიღწევის საქმეში! ამ წელს სითბოთი აევსოს ყოველი თქვენგანის გული, ხვავი და ბარაქა შეეტანოს თქვენს ოჯახში, სიყვარული და ერთობა სრულიად ერში! გილოცავთ ყველას! მალე საქართველოში ღიმილიანი, ბედნიერი სახეები გვენახოს.

ისეთი პატარა ქევყანა, როგორიც საქართველოა, ბევრი ბუნებრივი რესურსით ვერ გამოვირჩევით, მაგრამ სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ გვაქვს მზარდი ადამიანური რესურსი, რაც ნებისმიერი ქვეყნის ფსადაუდებელი მონაპოვარია. ჩვენს მიწაზე გაიზარდნენ გამოჩენილი ადამიანები. ჩვენი ქვეყნის არსებობის ისტორია გვაძლევს სიამაყის საფუძველს.

დღეს განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ახალი 2014 წელი ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ოჯახებიდან შორს, ავღანეთში მსახურობენ ერთმენეთის მხარდამხარ! ასევე ქართველ პოლიციელებს, რომლებიც დგანან ჩვენი ოჯახების სიმშვიდის სადარაჯოზე! ვულოცავ იძულებით გადაადგილებულთა ოჯახებს იმ დიდი იმდეით და სურვილით, რომ 2014 წელს საკუთარ სახლებში იცხოვრებენ!

გამორჩეული დამოკიდებულებით და სიამაყით მინდა მივულოცო ეს წელი მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს! მე მჯერა რომ ჩევნს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ვერავინ ვერ შეძლებს საქართველოს ახალგაზრდობას მომავალი წაართვას!!!! ჩვენ კი მათ დასაცავად მზად ვართ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე!

მე ამაყი ვარ, იმიტომ რომ მქვია ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის, რომან შამათავას,ზურა შამათავასა და ალექსანდრე გორგაძის მეგობარი; ადამიანების, რომლებმაც საკუთარი მხრებით ააშენეს ქართული დემოკრატიული საზოგადოება!!! მჯერა, რომ სიმართლე ნათელი გახდება და მალე ყველა ერთად (ამ გაურკვეველი პაუზის შემდეგ) გავაგრძელებ ქვეყნის შენებას!

ჩემო საყვარელო ქართველებო, მნიშვნელოვანია ჩვენი ერსულოვანი შრომა, ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად--რასაც დემოკრატიული, ევროპული საქართველო ჰქვია! ახალი თაობა ჩვენი მომავლის იმედია!!! 2014 წელი ყოფილიყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის , ქართველთა გამრავლებისა და გამარჯვების წელი !!!“, - წერს თენგიზ გუნავა ,,ფეისბუქის“ გვერზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42