ჩაიარა 2013-მა წელმა. ამ წლის განმავლობაში ჩვენ თქვენთან ვიყავით. ვცდილობდით, ფეხი აგვეწყო თქვენთვის, ვცდილობდით, გვეთქვა ის, რაც ხდებოდა, ვცდილობდით, მოგვეწოდებინა თქვენთვის მათი აზრები, ვისი აზრების გაგებაც გაინტერესებდათ.
არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენმა სააგენტომ პირველი ნაბიჯები გადადგა ქართულ მედიასივრცეში: მოკრძალებული, მაგრამ მყარი. 2013 წელს სახე ვიცვალეთ, მაგრამ ფერი არა - „ნიუპოსტი“ ისევ ისეთივე დარჩა - დაბალანსებული, მიუკერძოებელი, თანაბრად გაჯერებული როგორც ფაქტების აღწერით, ასევე ანალიზით.
რა და როგორ გამოგვივიდა, თქვენ უკეთ ხედავთ, ჩვენ მხოლოდ ერთის თქმა შეგვიძლია: ის, რასაც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვგრძნობთ, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაა, რასაც თქვენი, მკითხველების სიმრავლე გვაკისრებს.
გპირდებით, რომ 2014 წელსაც ზუსტად ისევე და კიდევ უფრო მეტად ვეცდებით, როგორც 2013 წელს ვცდილობდით.
დაე, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთსიყვარულის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს 2014 წელი თქვენთვის, თქვენთან ერთად კი - ჩვენთვის, ყველასთვის.
მასალის გამოყენების პირობები






