GRASS-ის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ექსპერტი ელენე ხოშტარია ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას დადებითად აფასებს. ხოშტარია იმედოვნებს, რომ მოხდა ისეთი საქმეების გამოძიება, რომელიც ფარცხალაძეს უკავშირდება, ამთ შორის ექსპერტი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას გულისხმობს.
,,გულწრფელად გამიხარდა, რომ მთავრობა მოეშვა უგუნურ პოლიტიკას საზოგადოებასთან ჯიბრის და სრულიად შეუფერებელი მთავარი პროკურორი გადადგა.
ვისურვებ ეს იყოს არა კედელთან მიყეენებულის ნაბიჯი, არამედ საკუთარი შეცდომების და მცდარი პოლიტიკის გააზრება და მაშინ ველოდები, როგორც მინიმუმ, იმ საქმეების გამოძიებას (მათ შორის მერაბიშვილის გაყვანის), რომელიც ამ მთავარ პროკურორს უკავშირდება.
კიდევ ვისურვებ, რომ პრემიერ-მინისტრი ისეთი ტონით და მესიჯებით აღარ გველაპარაკოს, რაც ბოლო ინტერვიუში მოვისმინეთ და კონფრონტაციულიდან კონსტრუქციულ ტონალობაში გადავიდეს“, - წერს ელენე ხოშტარია ,,ფეისბუქის“ გევრდზე.
მასალის გამოყენების პირობები






