ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე ხურჩის ტერაქტისთვის დაკავებული რომან შამათავას წინააღმდეგ პროკურატურის მტკიცებულებაზე წერს:
,,რამ უნდა გაგაოცოს ამაზე მეტად? პროკურორის კრიმინალურმა წარსულმაც კი ვერ გადაფარა ეს გაოცება ჩემში.
საერთოდ რაზეა ლაპარაკი მაშინ, როცა საქართველოს ჩვენი დროის გმირის რომა შამათავას საქმეში (ოფიციალურად დაკავებულია ხურჩის ტერაქტზე, რეალურად კი იმის გამო რომ მთელი მისი შეგნებული ცხოვრება რუსეთს ებრძოდა იარაღით ხელში) პროკურატურას მტკიცებულებად შამათავას წინააღმდეგ უდევს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის პრესკონფერენცია. ანუ რა გამოდის? ის, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება პირველ რიგში აღიარებს აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე თვით აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მეორეც, აფხაზურ მხარეს დაწესებული აქვს ჯილდო რომა შამათავაზე, მესამეც, მათ მიერაა მოწყობილი ტერორისტული აქტები საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში, სამეგრელოში და აჭარის ტერიტორიაზე და რათქმა უნდა ამას კვლავ სიამოვნებით გააგრძელებენ იმ პირობებში თუ ამ ყველაფერს ისეთ ადამიანებს გადააბრალებენ, როგორიც რომა შამათავაა“, - წერს ანი ნადარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






