,,წლის დაზარალებული ბანკი“ - საქართველოს ბანკი 2013 წელს 8-ჯერ დააყაჩაღეს
საზოგადოება - 16:32, 30 Dec, 2013     5882

,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებულ, ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების რვავე ფაქტს:

"საქართველოს ბანკის" ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

18:38 2013-01-08

ძარცვა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ძარცვიდან რამდენიმე წუთში ეჭვმიტანილები პოლიციამ ცხელ კვალზე, ჭავჭავაძის გამზირზე, სამარშრუტო ტაქსში აიყვანა.

მძარცველებს თანხის ნაწილი, რომლის წაღებაც სიჩქარეში ვერ მოასწრეს, ადგილზე დარჩათ.

საქართველოს ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებული 3 პიროვნება დააკავეს

13:00 2013-01-12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნუცუბიძის ქუჩის #78 მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული 3 პიროვნება დააკავეს. დაკავებულებმა საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 8 იანვარს, 15:15 სთ-ზე განახორციელეს და იარაღის მუქარით ბანკიდან 8000 ლარამდე ფულადი თანხა გაიტანეს.

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ყაჩაღური დაჯგუფების წევრები დააკავეს

13:06 2013-02-07

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე. 2013 წლის 6 თებერვალს, 16 საათსა და 25 წუთზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პირი მუხიანში, ნონეშვილის N10-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს თავს დაესხა. დამნაშავეებმა ბანკის ოპერატორებს, იარაღის მუქარით, სალაროდან 5360 ლარი გასტაცეს. მათ პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ორმხრივი სროლისას არავინ დაშავებულა, დაზიანდა ბანკის წინ მდგარი ავტომანქანა.

შსს-მ „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრის დაყაჩაღებაში მხილებული ჯგუფის მესამე წევრი დააკავა

18:30 2013-02-07

2013 წლის 7 თებერვალს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად. 2013 წლის 6 თებერვალს, 16 საათსა და 25 წუთზე, ის ორ თანამზრახველთან ერთად მუხიანში, ნონეშვილის N10-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს თავს დაესხა. შეიარაღებულმა და ნიღბიანმა დამნაშავეებმა ბანკის ოპერატორებს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, სალაროდან 5360 ლარი გასტაცეს. მათ პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.

საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

22:30 2013-05-27

რამდენიმე საათის წინ, თბილისში თამარ მეფის გამზირზე საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ბანკში სავარაუდოდ, ერთი შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა. უცნობია არის თუ არა წაღებული თანხა. ინციდენტის ადგილას საპატრულო პოლიციის და კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

დიღომში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

11:16 2013-07-05

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ერთერთი ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა სამუშაო საათების დაწყებიდან ცოტა ხანში მოხდა. ერთერთი ვერსიით, ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ფული წაიღეს. რაოდენობა და თავდასხმის დეტალები ზუსტდება.

თბილისში "საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

23:43 2013-08-21

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ბანკის ფილიალში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც თანხა გაიტაცა.

შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე

17:22 2013-08-26

„საქართველოს ბანკის“ ვაშლიჯვრის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, ბანკის ფილიალში ერთი ნიღბიანი, შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმიდანერობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42