ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველს, დავით ზურაბიშვილს კითხვით მიმართავს, - მიიჩნევს თუ არა ის, მართებულად მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ნასამართლევი პირის ყოფნას.
"ხო, მართლა, დათო, ფარცხალაძეზე ხომ ამბობდი თუ ნასამართლევია უნდა გადადგეს და ამას ზედმეტი ლაი-ლაი აღარ უნდაო - ახლა როგორია შენი პოზიცია, როცა ხელისუფლებამ აღიარა მისი ნასამართლეობა, მაგრამ თქვა პატარა ბიჭი იყო და მერე რაო მე მგონი, ამაზე უფრო საინტერესოა შენი აზრი, ვიდრე გაბუნიას კალამბურზე დღეს შენი დღე მაქვს, მაგრამ ეს ერთი დღე მაპატიე", - მიმართავს კვესიტაძე ზურაბიშვილს, რასაც ამ უკანასკნელის პასუხი მოყვა:
"მე თუ მეკითხებით, უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ნასამართლევი ადამიანი არ უნდა იყოს მთავარი პროკურორი", - პასუხობს ზურაბიშვილი კვესიტაძეს.
ამის შემდეგ ჟურნალისტი მწუხარებას გამოხატავს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ ითვალისწინებს მისი მრჩევლის პოზიციას:
"მაშინ, ძალიან სამწუხაროა, რომ უსუფაშვილი არ ითვალისწინებს თავის მრჩევლის რჩევებს და ფარცხალაძის გაპრავებაზე ხარჯავს თავის ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ რესურსს. ეს ჩემთვის, გულწრფელად, ძალიან სამწუხაროა", - წერს სოციალურ ქსელში კვესიტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






