როგორ უნდა შეინარჩუნოთ სექსუალური პოტენცია ხანდაზმულ ასაკში
ეს საინტერესოა - 23:53, 29 Dec, 2013     20962

ნაწილობრივ ეს უკავშირდება ისეთ მოვლენას, რომელსაც აგეიზმს უწოდებენ და რომელსაც ბევრი საერთო აქვს რასიზმთან. აგეისტი ხანდაზმულ, მოხუც ადამიანს აღიქვამს დახავსებულ, ყბედ, აბეზარ, დაჩაჩანაკებულ, სრულიად უსარგებლო არსებად, რომელსაც ზნეობაზე ძველმოდური შეხედულებები აქვს და რომელსაც ისეთი არაფერი შეუძლია, რაც მას სოციალურ მნიშვნელობას მიანიჭებდა. სექსუალობასთან დაკავშირებით აგეიზმი დესექსუალიზაციის უკიდურეს ფორმად გამოიყურება, ანუ "რაკი მოხუცები ხართ, წყალწაღებულები ხართ".

არადა, სიბერის გავლენა სქესობრივ ქცევაზე საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. შესაძლებელი გახდა იმის დამტკიცება, რომ სქესობრივი ცხოვრების შესაძლებლობა და მისდამი ინტერესი ღრმა მოხუცებულობამდე არ ქრება, მაგრამ წლების მატებასთან ერთად ქალებშიც და მამაკაცებშიც იკლებს სქესობრივი აქტივობის გამოვლენის სიხშირე. ქვეითდება სქესობრივი აქტიურობაც, ნაწილობრივ - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ნაწილობრივ კი ქცევის დადგენილი ნორმებისა და კულტურული ტრადიციების გამო. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვერდით არიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ხელიდან არ უშვებენ შანსს, დატკბნენ სქესობრივი ცხოვრების სიამეებით. ამისთვის კი ადამიანმა ახალგაზრდობიდანვე უნდა დაიწყოს მზადება. "დაიჭირე წამი, თორემ სამუდამოდ ხელიდან გაუშვებ მას" - ეს ძველი გამონათქვამი სავსებით შეესაბამება ხანდაზმულთა უმრავლესობას, განურჩევლად იმისა, რაზეა საუბარი - ძალაზე, სიბრძნეზე, სხეულის მოქნილობაზე თუ სქესობრივი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობაზე. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, ჯანსაღი დიეტა, სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება და სტრესთან გამკლავება - ხანდაზმულობისას ეს ყველაფერი ისევე აუცილებელია, როგორც ახალგაზრდობისას. ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, სექსუალური პრაქტიკა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რათა მამაკაცი სქესობრივად აქტიური დარჩეს 70 ან 80 წლის ასაკშიც, ხოლო ქალი - სიცოცხლის ბოლომდე. მაშ ასე, რა წესები უნდა დავიცვათ ახალგაზრდობისას, რათა ხანდაზმულ ასაკში ინტიმური ცხოვრების სასიამოვნო მომენტებზე უარის თქმა არ მოგვიხდეს?

ნუ მოაწყობთ ხანგრძლივ შესვენებებს

თუ, მაგალითად, სპორტზე ან სამუშაოზე გადაერთეთ და თანდათანობით თავი მიანებეთ სქესობრივ ცხოვრებას, ტესტოსტერონის გამომუშავება ნელ-ნელა დაქვეითდება, სურვილი უფრო და უფრო იშვიათად გაგიჩნდებათ და გარკვეული ხნის შემდეგ საწოლისკენ მხოლოდ დასაძინებლად წახვალთ. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მორცხვმა ახალგაზრდებმა, რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ რეალური ცხოვრებით იცხოვრონ, ინტერნეტში სხედან. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 30 წლის მამაკაცები, რომლებიც საკუთარი კარიერით არიან ხელფეხშეკრულნი და 40 წელს გადაცილებული მამაკაცები, რომლებიც მეუღლეს დაშორდნენ.

არ მისცე დაავადებას ქრონიკულ ფორმაში გადასვლის საშუალება

საუბარია არა წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ანთებაზე (პროსტატიტი) ან სიფილისსა თუ სექსობრივი გზით გადამდებ სხვა სნეულებებზე, არამედ იმ ერთი შეხედვით უბრალო დაავადებებზე, რომლებსაც სქესობრივ ცხოვრებასთან უშუალო კავშირი არ აქვს, მაგრამ მაინც ახდენს მასზე მნიშვნელოვან გავლენას.

ნუ შეეცდებით, საწოლში პლანეტის ნახევარი ჩაიწვინოთ

თითოეულ ჩვენგანს მიკრობების საკუთარი კომპლექტი აქვს. თუ მუდმივი პარტნიორი გყავთ, თქვენი და მისი მიკრობები ერთმანეთს ეჩვევიან, ახალი პარტნიორი კი მიკრობების ახალი კომპლექტია და თუ ხშირად იცვლით პარტნიორებს, თქვენი ორგანიზმი, უფრო სწორად, ჯანმრთელობა შეიძლება სწრაფად მოიშალოს.

არ დაინანოთ მოფერება

ახალგაზრდობისას, შეხედავ თუ არა ქალს - წამიერად აღიგზნები. ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო მეტად აფასებ სხვა ქალურ თვისებებს: ტემპერამენტს და სექსუალურ აქტივობას. საინტერესოა მასაჩუსეტის ანდროლოგიის უნივერსიტეტში ჩატარებული იმ 100 მამაკაცის გამოკვლევის შედეგები, რომლებიც სქესობრივი უძლურებით იტანჯებოდნენ. გაირკვა, რომ მათ არასოდეს უცდიათ მოფერებით ან წინასასიყვარულო თამაშებით თავიანთი პარტნიორების მომზადება სქესობრივი აქტისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ქალების ორგანიზმი ამ დროს ქიმიურ ნივთიერება ნეიროპეპტიდს გამოყოფდა და სწორედ ის გახლდათ იმპოტენციის გამომწვევი. ერთი შეხედვით, ისეთი არაფერი გვითქვამს, რისი გაკეთებაც შეუძლებელია ან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ხანდაზმული ასაკი რეგულარობას, ურთიერთთანხმობასა და ზომიერებას მოითხოვს. ბუნების კანონები ყველასთვის ერთნაირია. ეს არის, რომ ერთნი ასაკობრივ ცვლილებებს ტრაგედიად აღიქვამენ, მეორენი კი ცდილობენ, მისგან ყველა შესაძლო სარგებელი მიიღონ. ნუ შეგეშინდებათ ხანდაზმულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების, უარს ნუ იტყვით მასზე. როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისინი საწოლ ოთახში არ მოიწყენენ. რა ასაკისანიც არ უნდა იყვნენ, რამდენ ხანსაც არ უნდა ცხოვრობდნენ ერთად, ურთიერთსიახლოვე მათთვის ძველებურად სასურველი და აუცილებელი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42