ზურაბიშვილი „კურიერის“ წამყვანის ფრაზასთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას განიხილავს
სოც.მედია - 17:44, 29 Dec, 2013     3579

დავით ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკასთან მიმართებაში განიხილავს „კურიერის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას ფრაზას და ამბობს, რომ მსგავსი უადგილო ფრაზები საპასუხო აგრესიას კვებავს და აშკარა პროვნციალიზმშია გადაზრდილი.

ზურაბიშვილი ამ ფრაზასთან მიმართებაში „რეალ.ტვ“-ს და „პრესა.ჯი“-ს, ასევე ალისტრახოს ახსენებს:

„კი მომბეზრდა წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკი, მაგრამ „რუსთავი-2-ის“ ჟურნალისტის დამცინავმა კომენტარმა მთავრობის მიმართ - ისრიალეთ მიშას ნაკვალევზე მესტიაში, მაგრამ ფრთხილად, არ მოსრიალდეთო, ნაცმოძრაობის მომხრე-თანამგრძნობელთა ისეთი საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია, არ შემიძლია ამის თაობაზე ორი სიტყვით არ ვთქვა.

სააკაშვილის ხელისუფლება საზოგადოების უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელი გახდა არა მხოლოდ მისი ტოტალურად ძალადობრივი ხასიათის გამო. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ეს ძალადობა ხორციელდებოდა ხაზგასმულად ცინიკური და შეურაცხმყოფელი ფორმით.

ადამიანებს თვალნათლივ უნდა დაენახათ რომ დაჩაგრეს, დაამცირეს, მასხრად აიგდეს. არ ვიცი ეს სტილი როგორ და რატომ დამკვიდრდა - სადმე ამოიკითხეს, რომ ასე უნდა ექნათ მეტი ეფექტისთვის, თუ უბრალოდ ეგეთი ბუნებისა იყვნენ, მაგრამ ესეგვარი აროგანტულობა და ცინიზმი სააკაშვილის ხელისუფლების საფირმო ნიშნად რომ ჩამოყალიბდა, ფაქტია.

და ეს მოუშლელი ცინიზმი დღეს, როდესაც ნაცმოძრაობა აღარაა ხელისუფლებაში, საკმაოდ მწვავედ, ლამის რეფლექსების დონეზე ახსენებს ყველას მათი მმართველობის წლებს, იმ პერიოდში განცდილ-გადატანილს, რაც ერთის მხრივ უნარჩუნებს მმართველ კოალიციას უჩვეულოდ მაღალ რეიტინგს, მეორეს მხრივ კი აგროვებს სერიოზულ აგრესიულ მუხტს ნაცმოძრაობისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ.

ანკი სხვანაირად როგორ იქნება, როცა ელიტური კორუფციის ერთ-ერთი სიმბოლო, სამოცდაათი მილიონის გაფლანგვაში ბრალდებული გიგი უგულავა, რომლის მიმართ კიდევ არაერთი პრეტენზია არსებობს, ჯერ ხომ პოლიტიკურ დევნილად წარმოგვიდგება, და მერე კიდევ ისეთ შეურაცხმყოფელ მარგალიტებს აფრქვევს ტრიბუნიდან, მხოლოდ „კინტოთ კილოს, კილოს შუა ბაზრისას“ თუ შეეფერება?

ეს ისტერიულ-აგრესიული რიტორიკა, გარდა იმისა, რომ საპასუხო აგრესიას კვებავს, უკვე აშკარა პროვინციალიზმშიცაა გადაზრდილი, მაგრამ ამას ჯერჯერობით „სვეცკობაზე“ და ინტელექტუალობაზე პრეტენზიის მქონე ნაცებიც ვერ გრძნობენ და ხან გიგის უზრდელობებს უკრავენ ტაშს, ხან ვანოს ალალმართალობას გვიქადაგებენ და ხან ტელეჟურნალისტის უადგილო, „რეალ.ტივის“ საუკეთესო ტრადიციების სტილში ნათქვამი სიტყვებით არიან აღფრთოვანებული.

თავის დროზე ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილს შემოსწყრა: როგორ თუ გაგვიბედა და რიტორიკის გადაწყობა გვირჩიაო, ვინ ჰკითხავს მაგას ჩვენ როგორ ვილაპარაკებთო. კი ბატონო, არავინ არაფერს გაძალებთ და ვერც დაგიშლით, ოღონდ თუკი თქვენივე ირონიაზე მარტო თქვენ გეღიმებათ და სხვებს უფრო „პრესა.ჯი“-ს კორექტულობა და ალისტრახოს იუმორი აგონდება, იმდენს მაინც მიხვდით, რომ რაღაც ისე ვერაა, თქვენ რომ გგონიათ.

P. S. და არ დამიწყოთ ახლა იმის წამოძახება, გერმანიაშია ნასამართლევი პროკურორი თუ ზანზიბარში ნაჯდომი. ეს სულ სხვა ოპერიდანაა და არც გიგის, არც ვანოს და საერთოდ არავის გაპრავებად არ წავა“, - წერს დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42