„შეგახსენებთ, თქვენ მხოლოდ ჩვენი მოსამსახურეები ხართ, ხელფასს გიხდით იმიტომ, რომ დაგვილაგოთ, აგვიშენოთ, შეგვიკეთოთ, ხოდა ჩემო ძვირფასებო, დროა აზრზე მოხვიდეთ,“-მიმართავს ხელისუფლებას ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი.
“ოცნებას“: ჩვენ არ ვიბრძოდით მხოლოდ იმიტომ, რომ გამარჯვების შემდეგ: გავმძღარიყავით, კეთილმოწყობილ საავადმყოფოებში დავწოლილიყავით, ნაცებისთვის თავ-ყბა დაგვენგრია, წითელ შუქნიშანზე გაგვევლო, ჩვენ ვიბრძოდით იმიტომ რომ, როგორც “ნაცებს“, ახალ ხელისუფლებასაც:
არ ჩავეთვალეთ ტვირთად, რომელიც უნდა ათრიო, მდაბიოდ რომელსაც ჯიპი არ აქვს, იდიოტად, რომელიც ყველაფერს იჯერებს, პროვოკატორად, რომელის კითხვებსაც არ უნდა უპასუხო, უქონლებად, რომლებიც პრემიებს ვერ იღებენ, არა ნათესავებად, რომელსაც მუშაობას ვერ დააწყებინებ, და ბოლოს მეასე ხარისხოვან მოქალაქეებად, რომელთა ბედსაც თქვენ რჩეულები წყვეტთ...
შეგახსენებთ, თქვენ მხოლოდ ჩვენი მოსამსახურეები ხართ, ხელფასს გიხდით იმიტომ, რომ დაგვილაგოთ, აგვიშენოთ, შეგვიკეთოთ, ხოდა ჩემო ძვირფასებო, დროა აზრზე მოხვიდეთ, როცა ქვეყანაში შიმშილია ჯიპებზე და რესტორნებზე უარი თქვათ, თორემ იმ პარაზიტების ბედს გაიზიარებთ, რომლებიც უტვინობის გამო, სხეულს რომელშიც ცოცხლობენ სისხლს რომ გამოსწოვენ მოკლავენ და თვითონაც კვდებიან, ალბათ იკითხავთ ვინ არის ეს ჭკუას რომ გვასწავლისო, მე ვარ ის ვინც აგირჩიათ, ვინც ჯიპზე შეგსვათ, ვინც ხელფასს გიხდით, ვისი ფულითაც რესტორანში დადიხართ, მე ვარ ის ვის გარეშეც თქვენ ვერ იქნებოდით,იქ სადაც ხართ...“- წერს ღლონტი ფეისბუქზე.
მასალის გამოყენების პირობები






