დაჩი გრძელიშვილი ხელისუფლებას: ნუ იქნებით შემდეგი, შემდეგ არჩევნებზე.
საზოგადოება - 14:20, 29 Dec, 2013     3790
,,ხელისუფლებას ძალაუფლება თავის მონაპოვარი ჰგონია, თავისი შეხედულებით ხარჯავენ „ბიუჯეტიდან დაზოგილ“ თანხებს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ფულს კი არა, იმედს ხარჯავენ, ოცნებას და კიდევ, მოთმინებასაც - ხალხის მოთმინებას.“- ჟურნალისტი დაჩიგრძელიშვილი ყოფილ პრემიერს წერილით მიმართავს და მას ორუელის ,,ფერმას“ ახსენებს.

,,პროკურატურამ ახლახანს 175 ათას ლარიანი ჯიპი იყიდა, ცოტა ადრე კი 110 ათასიანი. -უშიშროების საბჭომ 88 ათასიანი ჯიპი, 1500-იანი ტელეფონი და 350-იანი კომპის ჩანთა. -აუდიტის სამსახურმა ძვირადღირებული შვეიცარიული „ტისოს“ მარკის 20 საათი შეიძინა -კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთ დღეში, ალკოჰოლური სასმელებში 14 ათასი ლარი დახარჯა - მთავარი პროკურორი 25 წლის ასაკში, გერმანიაში ყაჩაღობისთის გაუსამართლებიათ. რასაც 30 წლის პრემიერმა „ბავშვობაში ჩადენილი საქციელი“ უწოდა.

უშიშროების საბჭოს მდივანი თავის შენაძენში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ცუდს ვერაფერს ხედავდა ვიაიპ ბერიძის მიერ მაცივრებიან-ტელევიზორიანი პრადოს შეძენაში მურმან დუმბაძეც. მთავარი არგუმენტი, ყველა შემთხვევაში იყო „სახლში კი არ წაიღებს, სახელმწიფო საკუთრებაშია“. ამ ყველაფრის ფონზე ერთ-ერთი პოლიტიკოსი პენსიის უფრო „ყუათიანად“ გამოყენებაზე საუბრობდა. (სავარაუდოდ, „ყაირათიანად“ იგულისხმა). როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ჯორჯ ორუელი და მისი „ფერმა“ ახსენა.

დღეს,უკვე პოლიტიკიდან წასულ ბატონ ბიძინას ამავე ფერმიდან ერთ ფრაზას გავახსენებ იმ იმედით, რომ ძალიან შორს არ წასულა: „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორი“ - ასე შეცვალეს მასებისთვის ერთიანობის დევიზი პრივილეგირებულმა ცხოველებმა, თავისი განცხრომა რომ გაემართლებინათ. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ ცხოველები, ვერც სხვა ცხოველების განსაკუთრებულობას ვირწმუნებთ იოლად და ეს განცხრომიადა სახიფათო ზღვარს მიუახლოვდება. მიზეზი კი მარტივია:

რა თქმა უნდა, თქვენ თავი და ოჯახი დააყენეთ საფრთხის წინაშე, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდით. რა თქმა უნდა, თავდადებით იბრძოლეს თქვენმა თანაგუნდელებმაც - კარგად მახსოვს, დაუნდობლად რომ გალახეს თუნდაც, იგივე ზემოთ ნახსენები მურმან დუმბაძე. მაგრამ თქვენგან გამოჩენილი მოხერხებისა და თავდადების მუხედავად, მთავარი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ პოლიტიკურ ცვლილებაში ხალხი იყო. უბრალო, რიგით ამომრჩეველთაგან შემდგარი საზოგადოება, რომელმაც გადაწყვიტა, ხელისუფლებაში მოსულიყავით. თუმცა პარლამეტისა თუ მთავრობის ზოგიერთი წევრის ქმედებისა და ლაპარაკის შემხედვარე, სხვა განცდა ჩნდება - ძალაუფლება მათ მხოლოდ საკუთარი მონაპოვარი ჰგონიათ და შესაბამისადაც იქცევიან: იგინებიან და ჩხუბობენ პარლამენტში; თავისი შეხედულებით ხარჯავენ „ბიუჯეტიდან დაზოგილ“ თანხებს და შემდეგ, თავისი შეხედულებითვე ამართლებენ. მაგრამ სინამდვილეში, ისინი ფულს კი არა, იმედს ხარჯავენ, ოცნებას და კიდევ, მოთმინებასაც - ხალხის მოთმინებას. წინა ხელისუფლებას ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ნუ იქნებით შემდეგი, შემდეგ არჩევნებზე. პირადად მე, ამაზე გული დამწყდება.“- წერს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42