კოკა ყანდიაშვილი საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ თავად მიიღო.
,,დავინიშნე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, კონსულტანტად საზოგადოებასთან კომინიკაციებიის საკითხებში.
შეგიძლიათ მომილოცოთ!
აქ ვარ, არსად წავსულვარ, არავის გადავუყენებივარ, არავის გავუგდივარ და ასე შემდეგ - პირიქით - ყველაფერი კარგადაა!
მე თავად ვთხოვე პრემიერს - დეპარტამენტიდან წასვლის თაობაზე.
ამიერიდან მექნება მუშაობის უფრო ხელსაყრელი პირობები. იმედია ბევრად ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩემი საქმიანობა.
მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის - ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს პერიოდი მომიწია მუშაობა - მთავრობაში, კანცელარიაში თუ სამინისტროებში. ძირითადად ეს - ნიჭიერი, პროფესიონალი, ახალგაზრდა, პრინციპული და წესიერი ხალხია.
თუმცა თანამშრომლობა გრძელდება - ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმე გველის წინ“, -წერს ყანდიაშვილი.მასალის გამოყენების პირობები






