სემეკიდან 60 თანამშრომელი გათავისუფლდება და მათ 2014 წლის 1 იანვრიდან ხელშეკრულებას აღარ განუახლებენ. ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდება. - ამის შესახებ პორტალი topnews.com.ge იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ტარიფების დეპარტამენტის თანამშრომელმა მამუკა ჩიხლაძემ განაცხადა, რომ 1 იანვრიდან მათ ხელშეკრულებებს ვადა გასდის და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენ:
"სრულ ვაკუმში ვართ, როგორც მოვიქცეთ არ ვიცით, არც იმას უყურებენ, რომ რამდენი წელი ვმუშაობდით აქ, არც იმას უყურებენ რა სტაჟი და გამოცდილება გვაქვს. არაფერი ამ ხალხს არ აინტერესებს. სრულ ვაკუმში ვართ, მოკლედ რომ ვთქვათ, ემზადებიან თბილისში გადასასვლელად და კადრებს ანახევრებენ",– ამბობს სემეკის ტაფიფების დეპარტმანტის თანამშრომელი მამუკა ჩიხლძე.
topnews.com.ge სემეკს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია დაადასტურეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდება და მათ სხვა დანარჩენებთან ერთად შეუძლიათ, ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.
მათივე ინფორმაციით, თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროს უკვე იცოდნენ და ეს მათთვის ახალი ინფორმაცია არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






