შსს–მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
სამართალი - 11:52, 29 Dec, 2013     3312

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი: 1978 წელს დაბადებული ლევან ჩ. და წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული ლევან ხ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 27 დეკემბერს, ღამით,მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით 400 ლარი გაიტაცეს. ყაჩაღობის შემდეგ ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. სამართალდამცველებმა 28დეკემბერს, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლევან ჩ. ვაშლიჯვარში, ხოლო ლევან ხ. სტელა არტუას ქუჩაზე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ლევან ხ. –ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნიღბები, ხელთათმანები და ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულებმა დეკემბრის თვეში, თბილისში, რამდენიმე ყაჩაღური ფაქტი ჩაიდინეს და ორ დანაშაულებრივ ეპიზოდში მათთან ერთად მესამე პირიც მონაწილეობდა. მისი დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42