ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ,,ფეისბუქი“ გვერდზე სატელეფონო საუბრების მოსმენების თემას ეხმაურება:
,,დიდი მადლობა მშობლიურ სეპცსამსახურებს გულისხმიერებისათვის: უკვე მერამდენედ ხდება, მობილურზე საუბრისას, როცა დიდი ალბათობით მესამე ყურის ჩართვისას ანუ მარტივად, მოსმენისას, საუბრის ხარისხი უარესდება - ხმა ორდება, სამდება, შიშინებს, ტკიცინებს და ა.შ. ჰოოოოდა, მეც აქტიურად ვთხოვ ხოლმე მოყურადეს გამოასწოროს მოსასმენი აპარატურის ტექნიკური ხარვეზი, რათა მეც გამიადვილდეს საუბარი და შესაბამისად, მათაც - ჩემი საუბრის ხარისხიანი ჩაწერა. მინდა ჩემი აღფრთოვანება გაგიზიაროთ ასეთი ოპერატიულობისთვის: არ მახსოვს შემთხვევა მოყურადისთვის მსგავსი თხოვნით მიმემართა და მას თხოვნა არ გაეთვალისწინებინოს, მაშინვე სწორდება ყველანაირი ხარვეზი. განსაკუთრებით გულისხმიერები ამ მხრივ, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. დემოკრატია ყველგან და ყველაფერში ))“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე
მასალის გამოყენების პირობები






