„ახალგაზრდა ადვოკატები“ – 2013 წელი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა
საზოგადოება - 21:58, 28 Dec, 2013     1685

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2013 წელს, უფლებადაცავით სფეროში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და წლის აქტივობების, ბრიფინგების, პროექტების, კვლევების, შეხვედრების, კონფერენციების, გასვლითი ღონისძიებების, სარეკომენდაციო წინადადებების, საკანონმდებლო ინიციატივების, სამართამწარმოებაში ცნობილი საქმეების, წლის გამოცემებისა და კორესპონდენციის სტატისტიკის შესახებ ანგარიში სპეციალური გაზეთის სახით წარმოადგინეს. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ვიდეო–რგოლი, რომელიც ორგანიზაციის წლის სამოქალაქო აქტივობებს და გუნდის ჩართულობას მიეძღვნა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ნაყოფიერი წელიწადი განვლეს. ორგანიზაციისთვის, 2013 წელი გამორჩეული იყო მრავალმხრივი ინიციატივებით. მომზადდა 74 ბრიფინგი, 7 კვლევა, 5 კონფერენცია, განხორციელდა 3 პროექტი, საჯარო უწყებების მიმართ გაიგზვანა 331 კორესპონდენცია, სამართალწარმოების დროს განხორციელდა 50–ზე მეტი მოქალაქის ადვოკატირება, საჯარო უწყებებს გაეგზავნათ 10–ზე მეტი სარეკომენდაციო პაკეტი, განხორციელდა 5 ფართომასშტაბიანი მონიტორინგი, სასამართლო სხვადასხვა ინსტანციაში განხილვის პროცესში 10–ზე მეტი საქმე. ორგანიზაციის შეფასებით, 2013 წელი გამორჩეული იყო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი სამოქალაქო კამპანიებით, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით. ორგანიზაციამ 2013 წელს, მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შექმნილ იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმირებისთვის ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა სამუშაო ჯგუფში, 2013 წლის ნოემბრიდან გახდა „სისხლის სამართლის რეფორმის ალიანსის“ წევრი, ხოლო დეკემბრიდან წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პროექტში: „სტრატეგიული სამართალწარმოება – დარღვეული უფლების აღდგენა და აღსრულება.“

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2013 წლის მანძილზე, წარმოადგინეს კვლევები შემდეგ საკითხებზე: „მოქალაქეები მთავრობის საჯარო პოლიტიკის პროცესში“, „საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების სამართლებრივი ანალიზი“, „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“, „რწმენისა და აღმსარებლობის გამოხატვის შესაძლებლობა საქართველოში“, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ "ახალი ტალღის" ადმინისტრაციული მმართველობის გამჭვირვალობის შესახებ", „ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გამჭვირვალობა და საჯაროობა 2012 წელს", „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 16 აგვისტოს არჩევნების მონიტორინგი“, „საბჭოთა და პოსტ–საბჭოთა ქართული ანაბრების პრობლემის სამართლებრივი ანალიზი“. ორგანიზაციამ წარმოდგენილ თემებზე მოამზადა სადისკუსიო შეხვედრები და კონფერენციები. საკითხებთან დაკავშირებით, მომზადდა სარეკომენდაციო წერილები და გაიმართა შეხვედრები ქვეყანაში პოლიტიკის შემქმნელ პირველ პირებთან.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებას, წლის ღონისძიებაზე, ახალი სამუშაო გუნდიც წარუდგინა და აღინიშნა, რომ 2014 წელი, უფლებადაცვით სფეროს, ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ორგანიზაციის შეფასებით, სამართლიანობის აღგენის პროცეის მხარდაჭერა, 2014 წლისთვის მთავარი ინტერესი იქნება. ორგანიზაცია გეგმავს რადიო–გადაცემის მომზადებასაც და საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გამოცდილი მრჩეველი ადვოკატებით, სამართლის სპეციალისტებითა და იურისტებით დაკომპლექტდება.

ორგანიზაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეგობრები და პარტნიორები ესწრებოდნენ. ორგანიზაცია, 2014 წლიდან საქმიანობას, ახალი სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით გააგრძელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42