ისევ დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია, რაც 2014 წელს ცუდად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე
პოზიცია - 21:31, 28 Dec, 2013     4338

2013 წელს, ახალი ხელისუფლების პირობები, საქართველოს ეკონომკური ვითარების შეფასებისთვის ,,ნიუპოსტი“ ეკონიმიკის ექსპერტს გიორგი აბაშიშვილს ესაუბრა.

_პირველი, რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ მთლიანობაში ეკონომიკური აქტივობა და ეკონომიკური ზრდა იყო დაბალი ამ წელს და ამის პროგნოზირება შეიძლებოდა ჯერ კიდევ 2012-ის ბოლოდ, როცა მთავრობა ბიუჯეტს ამტკიცებდა. მთავრობის ის არგუმენტი, რომ უკვე არსებულ რეალობაში დაამტკიცეს ბიუჯეტი და წინასწარ ვერ გათვალეს, რა მოხდებოდა და რა არა, მე ეს მყარ არგუმენტად არ მიმაჩნია. მე მგონია, რომ მთავრობას უნდა ჰქონოდა იმის პროგნოზი, რომ პოლიტიკური ცვლილებების დროს ბიზნესის პოლიტიკური სტაბილურობა არ იქნებოდა მყარი და შესაბამისად, ერთის მხრივ, ინვესტორთა აქტივობა და მეორეს მხრივ, მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა იქნებოდა დაბალი.

_ხელისუფლება ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ე.წ. ორხელისუფლებიანობას ასახელებს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს, რაც მათი თქმით, გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორი იყო. რამდენად რეალურ არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს?

_მთლიანობაში რომ ვთქვათ, ასეთი ტიპი მმართვის სტილი უცხო აღმონდა ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, ვისი რა ბრალი იყო, ამასაც რომ თავი დავანებოთ. ამდენად ლოგიკურია, რომ ეს არ მოეწონათ ინვესტორებს. ისინი იყვნენ ერთგავრი მოლოდინი რეჟიმში, ისინი აკვირდებოდნენ, როგორი პოლიტიკური ვითარება იქნებოდა და ფიქრობდნენ შემდგომ გადაწყვეტილების მიღებაზე, ვიდრე მანამდე. ასე, რომ რაღაც შემთხვევაში ის თემა, რომ ბიზნესის პოლიტიკური სტაბილურობა არ იყო, ფაქტია, მაგრამ როცა ამას გვეუბნებიან, ხელისუფლებას 2012 წლის ბოლოს უნდა ეფიქრა ამ მიმართულებით. მაშინაც ხომ იცოდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში იქნებოდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ასე, რომ სასურველი იქნებოდა მაშინვე გაეკეთებინათ ასეთი ოპტიმალური გათვლები, დაეგეგმათ ბიუჯეტი და შესაბამისად, იგივე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6-ის ნაცვლად მიეთითებინათ ისეთი, რისი შერულების საშუალებაც არსებობდა. დღეს უკვე საუბარი იმაზე, რომ ბიუჯეტი ამის გამო ვერ დაიგეგმა, არ მიმაჩნია სანდო არგუმენტად. მე მაინც მგონია, რომ საბოლოო ჯამი ის, რაც მოხდა იყო ლოგიკური და ველოდი, რომ ეკონომიკუი ზრდა და ინვესტორთა აქტივობა იქნებოდა დაბალი.

ჩვენ გვახსოვს როგორი დაძაბული იყო პოლიტიკურად თებერვალი, მარტი აპრილი პერიოდი, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდი, გვახსოვს, საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლებოდა პრეზიდენტს პარლამენტი და მთავრობა დაეთხოვა, ამისათვის საკონტიტუციო ცვლილებებიც კი განახორციელეს და უმრავლესობამ სპეციალური ნორმაც კი მიიღო, რომ გარკვეული რისკები თავიდან აეცილებინათ და ა.შ. ანუ ეს იყო დაძაბული პოლიტიკური ვითარება. ამიტომ, როგორც აღვნიშნე, 2012 წელს უკვე მოსალოდნელი იყო 2013 წლის პირველი ნახევარი რომ ასეთი იქნებოდა. ჯობდა, ხელისუფლებაც თავიდანვე ადექვატური დასკვნები გამოეტანა.

_თქვენ ახსენეთ ადექვატური დასაკვნები და ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების ოპიმიზიმიც ცოტა გადაჭარბებული იყო, მითუმეტეს ასეთი პოლიტიკური ვითარების ფონზე?

_ჩემი აზრით, ნამდვილად იყო ასევე ზედმეტი ოპტიმიზმი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ 2013 წლის პირველ ნახევარში ისინი 6%-იან ზრდას მიაღწევდნენ, რაც ბუნებრივია, არ გამართლდა. სასურველი იყო, ამ ზედმეტი ოპტიმიზმის ნაცვლად, პრაგმატიზმი გამოეჩინათ და უფრო აქტიური ნაბიჯები გადაედგათ იმისათვის, რა რეალობაც შეიძლება დამდგარიყო.

_რაც შეეხება დადებით ტენდენციებს, ბიზნეს გარემოსთან და მნივნელოვან ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით, რა შეგიძლიათ გამოყოთ ამ მიმართულებით?

_მიუხედავად ჩემი კრიტიკსა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, იყო დადებითი ტენდენციებიც, მე მგონია, რომ ბიზნესი მნივნელოვან წილად უფრო მეტად გათავისუფლდა, ანუ ბიზნესი თავისუფალი გახდა მის გადაწყვეტილებებში, არა უფრო ეკომიკურ, არამედ სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში - აკეთოს და აფინანოს ის, რაც მას აინტერესებს და რაც მას უნდა. ამ კუთხით თითქოსდა დაძაბულობა უფრო მოხსნილია. მოკლევადიან პერიოდში ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება, მაგრამ გრძელვადიანი პერიოდისთვის, საბოლოო ჯამში, ეს ნამდვილად კარგია.

ასევე დადებით მომენტად მიმაჩნია ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო, რომელიც ეხლა ცოტა პასიურობს, მაგრამ დაახლოებთ წლის პირველი 5-6- თვის განმავლობაში უფრო აქტიურობდა. საკმაოდ აქტიურად იღებდა გადაწყვეტილებებს, განიხილავდა ბიზნესმენთა საჩივრებს და ხშირ შემთხვევებში იღებდა ბიზნესისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ესეც დადებითი იყო და ამ სფერომაც მეტ-ნაკლებად წარმატებით იფუნქციონირა.

ასევე აღვნიშნავ, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შესაძლოა სხვა შეხედულება აქვს ამასთან დაკავშირებით. დაიწყო რეალურად სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების უფრო სერიოზული შეფაება, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. ანუ პროექტების შეფასება მოხდა დანახარჯის სარგებლიანობის ანალიზზე დაყრდნობით, მესმის რომ ბევრს ეჩქარება და სურს, რომ სწრაფად განხორციელდეს, მაგრამ უფრო მეტი ანალიზის კომპონენტი ჩაიდო პროექტებში - რა შეიძლება იყოს პრიორიტეტული, უფრო მეტად მომგებიანი და რა შეიძლება გაკეთდეს უფრო ეფექტურად და ხარისხიანად. ამდენად, ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად ვაფასებ.

_რაც შეეხება სოციალურ პრობლემებს და იგივე უმუსევრობი დაძლევას, დაპირებულ ტარიფების შემცირებას და ა.შ. რასაც მოახლეობა ახალი ხელისუფლებსგან ელოდა...

_რაც შეეხება დაპირებებს, მათი დიდი ნაწილი აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ ვერ შერულდებოდა და თუ ადამიანს ოდნავი ანალიზის უნარი ჰქონდა, უნდა ეფიქრა, რომ ბენზინის, იგივე ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ფასი მნივნელოვნად ვერ შემცირდებოდა. სამწუხაროდ, ეს ბევრმა დაიჯერა და ისინი ბუნებრივია თავს გრძნობენ იმედგაცრუებულად.

_თქვენი აზრით, მომავალი წლისთვის, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისათვი, რომ ეკონომიკური მდოგმარეობა დასტაბილურდეს და კიდევ უფრო არ დაეცეს ეკონოიკური ზრდის მაჩვენებელი, კიდევ უფრო არ შემცირდეს სამუაო ადგილები, დასტაბილურდეს ლარის კურსი, რომელიც დღითიდღე ეცემა...

_ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა ეცადოს და მოხერხდეს პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა, ისევ დაიძბა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საბოლოო ჯამი ძალიან ცუდად აისახება ბიზნეს გარემოზე. არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც არის პოლიტიკური დაძაბულობა, ბიზნესი არ არის დაინტერესებული გაფართოებით. ამდენად, სახელმწიფომ უნდა ეცადოს, პოლიტიკური სიტუაცია იყოს მაქსიმალურად განმუხტული. არ არსებობდეს კითხვები სამართლიანობასთან დაკავშირებით, სასამართლოსთან დაკავშირებით და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და მე ვთვლი, რომ ასეთ სტაბილურ პირობებში შესაძლებელია ინვესტორები მოვიზიდოთ. ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა სცადოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული დაწყება. გამოითქვა საინტერესო ინიციატივები იგივე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან, წლის შეჯამების დროს, იგივე ანაკლიაში აეროპორტის მშენებლობა, პორტის... სასურველია რომ ეს დროზე დაიწყოს...

_რაც შეეხება ჰუდონჰესის მშენებლობას, ვიცით, რომ დიდი ვნებათაღელვაა ამ თემაზე და ეს არის მრავალი წლის საკითხი, რომელიც არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. ესეც ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია და რამდენად არის თავსებადი მისი ეკონომიკური სარგებლიანობა და იგივე ეკოლოგიური საკითხი...

_ამ საკითხს ჰყავს მოწინააღმდეგები, თუმცა მე ვთვლი, რომ მთავრობა უნდა იყოს შეუვალი ამ ნაწილში. ეს პროექტი აუცილებლად უნდა ამოქმედდეს. მოდი გავიხსენოთ რამხელა წინააღმდეგობა არსებობდა თავის დროზე ენგურჰესის მშენებლობათან დაკავშირებით და არგუმენტებიც იყო დაახლოებით მსგავსი. ზოგადად ჰესების მსენებლობის დროს ყოველთვის არის ასეთი არგუმენტები. ვერცერთი ჰესი ვერ აშენდება რაღაცის დატბორვის გარეშე, ეს ელემენტარულია. ნებისმიერ შემთხვევაში ამას აქვს თავისი დანაკარგები, მცირედი ნეგატიური მხარეები ახალვს, მაგრამ საბოლოო ჯამში საგებელი არის გაცილებით მაღალი ვიდრე დანაკარგი. ეს საქართველოსთვის ნიშნავს მრავალ ასეულ მილიონიან, ეს არის მილიარდ ორასი მილიონიანი ინვესტიცია საქართველოში, ეს ნიშნავს ასეულობით დასაქამებულ ადამიანს, ეს ნიშნავს შემდგომში მილიონობით გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში და მთლიანად ამ რეგიონის გაცოცხლებას. რა თქმა უნდა რისკები არებობს, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს იმისათვის, რომ რისკები იყოს მინიმალური. მე ასევე მახსენდება პანიკა, რომელიც იყო ატეხილი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებით, რომ ეკოლოგიური კატატროფა შეიძლება მომხდარიყო ამ მშენებლობის გამო, თუ ეს საქართველოზე გაივლიდა და ვნახეთ, რომ ამას არაფერი კატასტროფა არ მოჰყოლია, ხოლო ენერგოუსაფრთხოების თვალაზრისით, საქართველო ბევრად უფრო საინეტერსო გახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვხედავთ რამხელა ზეწოლაა უკრაინაზე ხომ, რუსეთის მხრიდან? და ბუნებრივია, რომ ჩვენ არასოდეს არ უნდა გამოვრიცხოთ რუსეთის მხრიდან ზეწოლა საქართველოზე. ჰუდონჰესის მშენებლობით, მაშინ როცა ჩვენ რუსეთისგან ელექტროენერგიის იმპორტი გვჭირდება, აი ამ პიკის პერიოდში ჩვენ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ ელექტროენერგიის იმპორტი და პირიქით, სხვა დანარჩენ პერიოდში ჩვენ გავხდეთ სერიოზული ექსპორტიოტი. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული ეკონომიკური სარგებელი, პლუს ენერგო უსაფრთხოება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42