ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ლექსო თამაზაშვილის მხრიდან გია ნოდიას მისამართით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,პრემიერის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი გია ნოდიას ეუბნება, რომ კარტოფილებს ერთ ადგილას შეატენის.
პრემიერის ცოლისძმა, თამაზაშვილის ვაჟი და პარლამენტის წევრი, ლექსო თამაზაშვილი საერთოდაც აგინებს იმავე გია ნოდიას და ნაციონალური მოძრაობის წვერთა შესახებ ლაპარაკობს სტაფილოს უკანატანში მოთავსების კონტექსტში.
პრემიერი რაზეა სპასობნი, ვიცით თინა ხიდაშელზე მისი საუბრიდან.
ყველაზე უმნიშვნელო ისაა, რომ ახლა უკეთ ვხვდები, რა საფუძველი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ფსიქოანალიზით დაინტერესებისათვის და რატომ შეიძლება აერჩია ცოცხთა გაკვეტების მოდელირება ხელისუფლებაში მოსასვლელ ფონად.
უფრო არსებითია, მოვუნახოთ სწორი პასუხი შეკითხვას - რა ვქნათ?
1. ვირწმუნოთ, რომ ასე ლაპარაკი თამაზაშვილების, დღეს საქართველოს ერთი ყველაზე ძალმოსილი ოჯახის პრივილეგიაა და მორჩილად ვისმინოთ დედის გინება მათგან. ჩვენთვის არ შეიძლება ის, რაც ნებადართულია იუპიტერისთვის.
2. არ მოვითმინოთ და იქეთ ვაგინოთ დედის ტრაკი მეტი ეშხით.
3. ვაქციოთ მათი მხრიდან ყოველი ასეთი შემოგინება საჯარო განხილვის საგნად, ავუხსნათ მოქალაქეებს, რომ ეს ბატონები ასე აგინებენ არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ, უნდათ თუ არა მათ ეს - ყველა მოქალაქეს. განვიხილოთ და შევახსენოთ საზოგადოებას ეს ამბები (თუნდაც ერთხელ მომხდარი, მეტი რომც აღარ ქნან) რეგულარულად, გაცვეთამდე.
4. გავატაროთ, ვითომც არაფერი.
5. ხშირად დავინტერესდეთ, რა რეაქცია აქვთ "ქართული ოცნების" იმ ძალებს, ქე რომ პროდასავლურად იცნობს პროგრესული კაცობრიობა.
სხვა ვარიანტები შეგიძლიათ დაწეროთ ქვემოთ“, -წერს დავით პაიჭაძე.
მასალის გამოყენების პირობები






