გურამ დონაძე სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურს და პირადად სუბარს პასუხობს
სოც.მედია - 13:18, 28 Dec, 2013     2953

ჟურნალისტი გურამ დონაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ, ცილისმწამებლურ განცხადებაზე მომავალ კვირას სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

გურამ დონაძემ სასამართლოსთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრო გამოეხმაურა „ზონანიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „სკაიპით“ კიდევ ერთი, ე.წ. კანონიერი ქურდი მონათლეს.

გურამ დონაძე სტატუსს, რითაც სოზარ სუბარსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურს მიმართავს, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს:

სუბარის "პატივცემულო" მსახურო, თქვენი და პოსტზე "დღეებდათვლილი" ხელმძღვანელის არაკომპეტენტურ და უზნეო განცხადებას პასუხს ნამდვილად არ ვაღირსებდი, რომ არა ერთი გარეომოება - ჩემი და ჩემი წარსულის ხსენებისას სალაპარაკო ღრუ კარგად უნდა გამოირეცხოთ.

წარსულის მე არ მეთაკილება. კარგად გამოიკითხეთ თუ როგორ მოვედი დღევანდელ დღემდე და იმ საზოგადოების სახელით ლაპარაკს თავი დაანებეთ, რომელთა ოჯახის წევრები და ახლობლებიც თქვენი "მკვლელი სისტემის" შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკრძალეს.

ჩემ ანგარიშზე პირადი კეთილდღეობისთვის პოზიციების ცვლა, ოლიგარქების დადებით კონტექსში ხსენებისთვის ფულის აღება (იხილეთ ბმული:http://topnews.mediamall.ge/?id=36928) და ყველაფრის კადრება არ ირიცხება.

თქვენდა სამწუხაროდ, გამაჩნია თსუ - ს უმაღლესი განათლების დიპლომი, არასდროს მიყაჩაღია და ჯერ კიდევ 1994 წლიდან, ყველაზე დაუცველ და სიბნელით მოცულ პერიოდში, საკუთარი რეპორტაჟებით ვცდილობდი დამეცვა ქართული ენის ღირსება სამცხე - ჯავახეთში. შემდეგ იყო საკუთარი სიცოცხლის ფასად მომზადებული რეპორტაჟები პანკისის ხეობიდან, სოხუმიდან და არაერთი ცხელი წერტილიდან.

თქვენდა სამწუხაროდ, არასდროს გავქცევივარ საკუთარ თანამდებობრივ პასუხისმგებლობას. მეტიც, ვარ არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი და დღემდე მეამაყება ის, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული საპატრულო პოლიციის სამსახურის შექმნაში.

ამ წლების განმავლობაში ჩემი მისამართით თქვენი და თქვენნაირების, არაერთი მძიმე ბრალდება გაგიჟღერებიათ. თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ დაამტკიცეთ. იმის მიუხედავად, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე შეთითხნილია, ხომ არ გავიწყდებათ, რომ სასამართლოზე საკუთარი ნებით გამოვცხადდი.

სხვა დეტალებზე საუბარი აღარ მსურს. თუმცა, ახლა სავსებით გასაგებია თქვენი თანამდებობრივი ხიბლის "ზენიტი". მერე რა, თუ თქვენს სისტემაში მსჯავრდებულს მოკლავენ ან თავს მოაკვლევინებენ, პატიმრები იშიმშილებენ, მათ სცემენ და მორალურად ბოლომდე გაანადგურებენ, თქვენ ხომ არაფერი გაკლდებათ ამით. მთავარია ისე მოატყუოთ საზოგადოება, რომლის სახელითაც მე მესაუბრებით, როგორც ლევან კორტავას საზარელი მკვლელობის შემდეგ მოატყუეთ. დიახ, მართლაც რომ რეკორდებს ხსნით სიცრუეში, ტყუილ დაპირებებში, სკაიპით "კურთხევებში" და ვინ იცის კიდევ რა გველის წინ.

როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ ითავისებთ, რომ ხართ სახელმწიფო პირები და თქვენი სამინისტროს სახელით, გუშინდელი განცხადება რომ ყოვლად მიუღებელი და უდანაშაულობის პრეზუმპციის კიდევ ერთი მძიმე დარღვევაა.

თქვენს განცხადებაზე მომავალ კვირას სასამართლოში შევა სარჩელი და მოგიწევთ იმ ფაქტების დადასტურება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გააჟღერეთ.

რაც შეეხება თქვენი განცხადების იმ ნაწილს, რომ თითქოს "ზონა news" - მა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, არ გეთანხმებით და შეგახსენებთ, რომ თქვენი პირდაპირი მოვალეობაა როდესაც ჟურნალისტი კითხვით გირეკავთ, უპასუხოთ და გავრცელებული ინფორმაცია უარყოთ ან დაადასტუროთ. მაგრამ თქვენ ხომ მხოლოდ იმ ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს პასუხობთ, რომლებიც თქვენთვის არასასურველ შეკითხვებს არ სვამენ."

გურამ დონაძე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42