"სანტა კლაუსის" და "დედ მოროზის" შედარებითი დახასიათება
ეს საინტერესოა - 21:11, 27 Dec, 2013     9925


"სანტა კლაუსი"

სანტა კლაუსის სახელი დაკავშირებულია წმ. ნიკოლოზის სახელთან. სწორედ ამ წმინდანის ხსენების დღეს (ძვ. სტილით 6 დეკემბერი), მისი სახელით, განსაკუთრებით გერმანულენოვან სამყაროში, ბავშვებს საჩუქრები ურიგდებოდათ. 15-ე საუკუნის ბოლოს ეს ტრადიცია 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს გადმოიტანეს. სანტა კლაუსი ჰოლანდიური წარმოშობის სიტყვაა და 1650 წელს სწორედ ჰოლანდიებმა გადაიტანეს ეს ტრადიცია ამერიკის კონტინენტზე. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ეს ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა.

ერთგვარი ანალოგია სანტა კლაუსტან ფრანგული პერ ნოელია, რომელიც 15-ე საუკუნის დასასრულს იღებს სათავეს. ამ პერსონაჟისგან სანტამ საჩუქრების წინდებსა და ფეხსაცმელებში ჩადების რიტუალი მიიღო.

"დედ მოროზი"

რაც შეეხება რუსულ "დედ მოროზს" და მის თანმხლებ "სნეგუროჩკას", საერთო მოსაზრებებით ამ პერსონაჟთა საბოლოო ფორმირება საბჭოთა ეპოქაში მოხდა.

მართალია, აღმოსავლელ სლავებს ჰყავდათ მითოლოგიაში მსგავსი პერსონაჟი, მაგრამ ის ახალ წელთან არ ასოცირდებოდა.

19-ე საუკუნის დასაწყისშიმ რუსეთში იყო მცდელობა, რომ "დედ მოროზის" სახით სამტა კლაუსის ალტერნატივა შეექმნათ, მაგრამ ნცდელობა უშედეგო გამოდგა. უფრო წარმატენული იყო საბჭოთა ხელისუფლება, რომელმაც 1930 წელს ოფიციალურად დაუშვა ახალი წლის აღნიშვნა, საახალწლო ნაძვის ხე და შესაბამისად მისი სიმბოლო "დედ მოროზის" და "სნეგუროჩკას" დამკვიდრება მოახერხა.


"სანტა კლაუსის" და "დედ მოროზის" შედარება


გარეგნობა

სანტა კლაუსი საშუალო ასაკის მამაკაცია, საშუალო სიმაღლის, ოდნავ მსუქანი, მხიარული. ხუჭუჭთმიანი, მოკლე თეთრი წვერით.


"დედ მოროზი" ბებერია, მაღალი, გამხდარი და ძლიერი აღნაგობის, მკაცრი გამომეტყველების, მაგრამ კეთილი თვალებით, გრძელი, ხშირი, თეთრი თმითა და წვერით.


ტანსაცმლის ფერი

სანტას ჩაცმულობა თავიდან სხვადასხვა ფერის იყო, მისი წითელ ფერში გამოწყობა Coca-Cola ფართომასშტაბიან სარეკლამო აქციებს უკავშირდება მეოცე საუკუნის დასაწყისში. ტანსაცმლის მორთულობებში თეთრი ფერია გამოყენებული.


"დედ მოროზი" თავიდან ლურჯ, ცისფერ ან ვერცხლისფერებში იყო გამოწყობილი, თუმცა, კომუნისტურ ეპოქაში ნელნელა შემოვიდა წითელი ფერის ჩასაცმელიც, მაგრამ "დედ მოროზი" არც ტრადიციულ ფერებზე ამბიბს უარს. სანტას მსგავსად მის მორთულობებშიც თეთრი ფერი სჭარბობს.


ტანსაცმელი

სანტას ახურავს წვეტიანი ჩაჩის მსგავსი ქუდი, ბოლოში ბურთით. აცვია მოკლე ქურთუკი და მუხლებამდე შარვალი. უკეთია თეთრი ხელთათმანები, ვიწრო ბალთიანი ქამარი. ფეხზე ტყავის ჩექმები აცვია, ხშირად სათვალით არის გამოსახული, ხოლო ხელში კათოლიკური ეპისკოპოსის მსგავსი კვერთხი შეიძლება ეჭიროს.


"დედ მოროზს" კლასიკური რუსი ბოიარის ტანსაცმელი აცვია - ბოიარის ქუდი, გრძელი ქურქი. რომლის შიგნითაც არ ჩანს სხვა ჩასაცმელი. უკეთია სქელი ქამარი, ე.წ. ცალთითა ხელთათმანი, ფეხზე აცვია რუსული "ვალინკები", არ ატარებს სათვალეს ხელში გრძელი თავისზე მაღალი კვერთხი უჭირავს.


ტრანსპორტი და საჩუქრების დარიგების წესი

სანტა ძირითადად ჰაერში მოგზაურობს. ირმებშებმული მარხილით, სახლში ჩადის ღამე ბუხრიდან და მძინარე ბავშვებს საჩუქრებს წინდებში ან ფეხსაცმელებში აწყობს.


"დედ მოროზი" მიწაზე გადაადგილდება, მარხილში შებმული სამი ცხენით, კარებზე აკაკუნებს და საჩუქრებს პირადად გადასცემს ბავშვებს.


თანმხლები პირები

სანტა ხშირად მარტოა, თუმცა ხანდახან ჩნდება მისის კლაუსი, ხოლო საჩუქრების დარიგებაში გნომები და ელფები ეხმარებიან.


"დედ მოროზს" მუდამ თან დაჰყვება ლამაზი "სნეგუროჩკა", რომელიც მისი შვილიშვილია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42