მოწმის დაკითხვის წესის გადავადება - უარი მნიშვნელოვან რეფორმას
სამართალი - 20:10, 27 Dec, 2013     2668
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წესი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე შეიძლება დაიკითხოს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან.

2010 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელმაც ძირეულად შეცვალა მანამდე არსებული სამართალწარმოების წესები - მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ხორციელდება სასამართლოში დაცვისა და ბრალდების მხარეების უშუალო მონაწილეობით (შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი), მაშინ როდესაც 2010 წლის ოქტომბრამდე მოქმედი კანონით მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება ხორციელდებოდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის და მისი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე და ამ მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევა მიმდინარეობდა სასამართლოში ანუ ახალი არაფერი ხდებოდა, რაც დაეხმარებოდა ბრალდებულს და მის ადვოკატს უკეთ დაეცვათ თავი.

2010 წლის ოქტომბრამდე მოქმედი სისტემა, რომელსაც მეცნიერებაში ინკვიზიციურ სისხლის სამართლის პროცესს უწოდებენ, სწორედაც რომ წინასწარი, მხოლოდ ბრალდების სასარგებლო გამოძიების გამო იყო საფუძვლიანი კრიტიკის საგანი - საზოგადოება არ ენდობოდა იმ მტკიცებულებებს, რომელიც მოპოვებული იყო მხოლოდ გამომძიებლის მიერ ჩატარებული მოქმედებებით და შემდეგ წარდგენილი სასამართლოზე. ძირითადად ეს უნდობლობა მიმართული იყო მოწმეების მიმართ, რომლებიც ჯერ ჩვენებას აძლევდნენ გამომძიებელს და შემდეგ ვალდებულნი იყვნენ იგივე ჩვენება მიეცათ სასამართლოში.

2014 წლის 1 იანვრიდან საბოლოოდ უნდა ამოქმედებულიყო წესი, რომლის თანახმადაც მოწმის ნებისმიერი დაკითხვა უნდა წარმოებდეს მოსამართლისა და მხარეების თანდასწრებით, მაგრამ პარლამენტი აპირებს გადაწიოს ამ წესის ამოქმედება 2016 წლის 1 იანვრამდე.

რეფორმატორთა კლუბისათვის მიუღებელია ის არგუმენტები, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს დაამტკიცოს ამ გადაწყვეტილების მართებულობა, კერძოდ:

არგუმენტი 1. - მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის თითოეული სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების ვადებს.

არგუმენტი მიუღებელია, ვინაიდან ძველი წესის შესაბამისად, წინასწარ გამოძიებაში დაკითხული მოწმის ჩვენებას სასამართლო ვერ შეაფასებს, როგორც მტკიცებულებას, თუ იგივე მოწმე სასამართლოში არ დაიკითხება. შესაბამისად ეს წესი ვერ უზრუნველყოფს საქმის განხილვის დაჩქარებას

არგუმენტი 2. იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას არ ექნება საშუალება მოწმის დაკითხვის გზით მოიპოვოს ინფორმაცია და მტკიცებულება, გართულდება პროკურატურის მიერ თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის (სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობა) განხორციელება და გაიზრდება არაობიექტური და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების რისკი

არგუმენტი მიუღებელია, ვინაიდან მოწმის ჩვენების გარდა კანონმდებლობა იცნობს სხვა მტკიცებულებებსაც - აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები, დოკუმენტები, რომელიც შესაძლოა გახდეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

არგუმენტი 3. გამოძიებას ხელიდან გამოეცლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი - გამოძიების ეტაპზე მოწმის (დაზარალებულის) ჩვენება, როგორც მტკიცებულება, რადგან გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და მიმდინარეობის ცხელ კვალზე არ იქნება შესაძლებელი მათი დაკითხვა. გამომძიებელი და პროკურორი ვერ იქნებიან დარწმუნებული, რომ რამდენიმე თვის შემდეგ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ბრალდების მოწმე და დაზარალებული მისცემენ სწორ ჩვენებას და არ ეცოდინებათ, საერთოდ ისინი რას იტყვიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ეს არგუმენტი საერთოდ აცდენილია შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმადაც ორივე მხარეს თანაბრად აქვს უფლება მოიპოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რითაც კისრულობენ პასუხისმგებლობას თავისი პოზიციის დასაბუთებულობაზე.
თუ გამოძიებას და პროკურორს მივცემთ იმის საშუალებას, რომ წინასწარ დაკითხოს მოწმე, რითაც ექნებათ გარანტია, რომ იგივე ჩვენებას მიიღებენ სასამართლოში, ცხადია შეჯიბრებითობის პრონციპი დაირღვევა, ვინაიდან იგივე უფლება და გარანტიები არ ექნება დაცვის მხარეს.

გარდა ამისა, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა, განსაკუთრებულ შემთხვევებში უშვებს გამოძიების დროს მოწმის დაკითხვის შესაძლებლობას, მოსამართლის, ადვოკატისა და პროკურორის მონაწილეობით, თუ მოწმე ვერ შეძლებს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებას ან მისი ჩვენება, როგორც მტკიცებულება აუცილებელია საქმის სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ამასთან, კიდევ ორი წლის განმავლობაში იარსებებს გამომძიებლების მხრიდან ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მოწმისაგან ,,სასარგებლო“ ჩვენებების მიღებისა და ამ ჩვენებების სასამართლოზე დადასტურების იძულების რისკი, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მთლიანად მართლმსაჯულების დისკრედიტაციას.


ამრიგად, მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მოყვანილი არგუმენტები მოწმის დაკითხვის ძველი წესის კიდევ ორი წლით შენარჩუნებასთან დაკავშირებით მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და ლოგიკურ მსჯელობას და ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის იდეებს.



ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42