სუბარის უწყებამ პატიმრის ცემის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმება დაიწყო
საზოგადოება - 17:36, 27 Dec, 2013     2778

სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის ცემის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ სუბარის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ნიუპოსტი" სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2013 წლის 27 დეკემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა რეკომენდაცია, რომ მსჯავრდებულ ო.გ-ს სავარაუდო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განხორციელდეს სამსახურებრივი შემოწმება. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში უკვე დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების დასრულების შედეგი ეცნობება საზოგადოებას. რაც შეეხება აღნიშნულ მსჯავრდებულს, მის მიერ სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში ჩადენილ სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, ო.გ-ს ბრალი ედება დაწესებულების კუთვნილი ნივთების განადგურებაში. გამოძიების თანახმად, 2013 წლის 20 დეკემბერს, ღამით, ო.გ-მ ცეცხლი წაუკიდა საკანში არსებული ინვენტარს. ხანძრის შედეგად განადგურებულია 10 ცალი ლეიბი, 10 ბალიში, 10 პლედი, 10 ცალი საწოლის დიქტი, ასევე დაზიანებულია საკნის საპირფარეშოს მეტალოპლასტმასის კარი და ელექტროგაყვანილობის ნათურები. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა და იმ შემთხვევაში, თუ ზიანის ოდენობა ასცდება 150 ლარს, სახეზე იქნება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. ო.გ-სგან ასეთი ქმედება პირველი არაა, 2013 წლის 18 ოქტომბერს სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში ო.გ-მ დააზიანა საკანში არსებული სათვალთვალო კამერა და ცეცხლი წაუკიდა საკანში არსებულ ლეიბს. 2013 წლის 19 ოქტომბერს, უკვე სხვა საკანში გადაყვანილმა ო.გ-მ მოტეხა სასმელი წყლის მილი, დაამტვრია კარადა, ხელების საბანი ნიჟარა, საპირფარეშოს კარები, საწოლის ე.წ. ,,დიქტი" და დაწვა ორი ლეიბი. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 18-19 ოქტომბერს ო.გ-ს მიერ დაზიანებული ნივთების საერთო ღირებულებამ 455 ლარი შეადგინა. ანალოგიური ქმედება ო.გ-მ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაშიც ჩაიდინა. მსჯავრდებულმა ფანჯრის მინა ჩაამტვრია, დააზიანა საპირფარეშოს ნივთები, ცეცხლი წაუკიდა ბალიშსა და ორ ლეიბს. დაწესებულებისათვის მიყენებულმა ზარალმა 75 ლარი შეადგინა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა. ო.გ. სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდის. წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი ქურდობისა და სატრანსპორტო საშუალების გატაცებისათვის", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42