ხათუნა ლაგაზიძე: ქართულ საზოგადოებას ოქრუაშვილის მიმართ დიდი პრეტენზიები აქვს
პოზიცია - 19:30, 20 Nov, 2012     1344

ეს კი ბუმერანგივით მოუბრუნდება ხელისუფლებას.თუ ის აჰყვება ცდუნებას, რომ პოლიტიკურად მომგებიანი საქმეები აწარმოოს, შესაძლოა, კანონს გადააბიჯოს. კანონი კი თუ ერთხელ მაინც დაარღვია, მერე ეს ჩვევაში გადაუვა და დაემსგავსება წინა ხელისუფლებას’’ - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტთან’’ საუბარში ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 

 

_ ქალბატონო ხათუნა, დღის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება. მისი საქართველოში ჩამოსვლა დაემთხვა გუშინდელ საპარლამენტო განხილვას, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხებოდა. მას შემდეგ, რაც ის პოლიტდევნილად შეირაცხა, დაუყოვნებლივ დაბრუნდა სამშობლოში. დღეს საუბრობდნენ იმაზე, რომ ოქრუაშვილს ახალმა ხელისუფლებამ გარკვეული სახის გარანტიები მისცა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ოქრუაშვილისათვის პოლიტპატიმართა სიაში მოხვედრა იმედისმომცემია და ამიტომ დაბრუნდა საფრანგეთიდან. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმე განიხილება, როგორც პოლიტიკური დევნილისა, მის მიმართ წაყენებული სისხლის სამართლებრივი ბრალდება გაცილებით უფრო მსუბუქი იქნება.თუმცა საუბარი იმაზე, რომ გარიგება მოხდა მასსა და ახალ ხელისუფლებას შორის, მე მაინც უადგილოდ მიმაჩნია ამ ეტაპზე.

 

_ რამდენად შეიძლება სასჯელის შემსუბუქება, როცა მას 11 წლიანი სასჯელი აქვს 4 დანაშაულისთვის?

_ ეს ის თემააა, რომელიც შეიძლება, რეალურად იქცეს ტესტად ახალი ხელისუფლებისთვის.მას არ აქვს უფლება, დაუშვას შეცდომა და დაუშვას შერჩევითი სამართალი არავის მიმართ, როცა ხედავს, რომ დასავლეთში ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი.თუ საზოგადოებამ ჩათვალა შერჩევითობად და მეორეს მხრივ, უმცირესობამ, რომელიც ჩასაფრებულია სამართლებრივ შემთხვევებზე და დასავლეთსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილის შემთხვევაში კანონი უფრო ლმობიერი იყო,ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ან ძველი ხელისუფლების რომელიმე პირის მისამართით, მაშინ მიეცემათ საფუძველი, ეს ფაქტი ააფრიალონ, როგორც დროშა შერჩევითი სამართლისა.  ამით ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები პირველ მტკიცებულებას დაიჭერენ ხელში. ხელისუფლებისთვის ეს იქნება დიდი გამოწვევა.

 

_ რა კავშირს ხედავთ ახალაიას და ოქრუაშვილის საქმეებს შორის?

_ ამ ორ საქმეს ის აერთიანებთ, რომ ორივე ერთსა და იმავე თანამდებობაზე მუშაობდნენ სხვადასხვა დროს. ოქრუაშვილი, ფაქტობრივად იგივე ხელწერისა იყო, იგივე ძალისმიერი და სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა ხალხს,, როგორც ახლა ახალაია ახსოვთ. ასე რომ ხელწერა დაახლოებით იგივეა. ერთია საზოგადოების სუბიექტური განცდა და მეორეა, სამართალი ამ ფაქტებს რა სახელს დაარქმევს. საზოგადოების თვალში არცერთს და არც მეორეს საზოგადოება დევნილის სტატუსს არ მიანიჭებს, რადგან ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი ერთნაირად იქცეოდნენ და საზოგადოებაზე ძალიან მძიმე კვალი დატოვეს. მეორე თემაა, ვიღაცის პოლიტიკურ კონიუნქტურას რამდენად აწყობს, რომ ისინი წარმოაჩინონ პოლიტიკურ დევნილებად. მესამეა ის, სამართალი რამდენად ცნობს ამა თუ იმ პირს პოლიტიკურ დევნილად. გაგახსენებთ, საფრანგეთმა მიანიჭა ოქრუაშვილს პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მაგრამ საქართველომ ეს მხოლოდ გუშინ შეძლო. ამავე დროს, ქართული საზოგადოებისთვის სერიოზულად დგას ეჭვქვეშ ოქრუაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაცია საფრანგეთის მხრიდან.

ოქრუაშვილის დაბრუნება ხელისუფლებისთვის უფრო თავსატკივარი იქნება, ვიდრე რაიმე პოზიტივის შემცველი. შეუძლებელია, ახლა ხელისუფლებას მისთვის რაიმე სახის გარანტია მიეცა.თუ იმას გულისხმობთ, რომ ეკა ბესელია მისი ძველი მეგობარი იყო, მაშინ შეგახსენებთ, რომ ძალიან გაუფუჭდათ მათ ურთიერთობა, როცა ბესელიამ ქართული პარტია დატოვა და შესაბამისად, ძალიან მეეჭვება, ახლა ეს ურთიერთობა გამოსწორებულიყო.თანაც ასეც რომ იყოს, ბესელია ერთი დეპუტატია და ამდენად მნიშვნელოვან საქმეზე გავლენის მოხდენა ერთ ადამიანს გაუჭირდება.

 

_ არსებობს მოლოდინი,რომ ხელისუფლებამ ოქრუაშვილის ჩამოსვლით შოუ დადგა, როგორ ფიქრობთ, ეს შოუს ნაწილია?

_ ირაკლი ოქრუაშვილს გარკვეული იმედი ჩაუსახა იმან, რომ გუშინ პოლიტდევნილად გამოცხადდა, მაგრამ არ უნდა დავიწყებოდა ის, რომ ქართულ საზოგადოებას მის მიმართ დიდი პრეტენზიები აქვს. გახსოვთ ის ცნობილი დაჭერები, ოჯახში შევარდნები და ოჯახის- როგორც დიდი სიწმინდის შებღალვა სახელმწიფო ჩინოვნიკის მხრიდან. შესაბამისად ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი, ამიტომ ასეთი ადვილი არ იქნება ოქრუაშვილის რეაბილიტაცია.ახალი მთავრობისთვის ღირსების საკითხია ოქრუაშვილის საქმის სამართლიანად გამოძიება. ერთია, რომ ქვეყანაში სამართლიანობის დეფიციტი იყო და მეორეს მხრივ, უნდა აჩვენოს ყველას, რომ შერჩევითი სამართალი არ არსებობს.

 

_ დაკავებების სერია, როგორც ჩანს გაგრძელდება. როგორ გგონიათ, რამდენად პოზიტიური იქნება ყველა სამშობლოდან გაქეულის დაბრუნება საქართველოში, მაგალითად ასლან აბაშიძის და იგორ გიორგაძის?

_ ვერავის ვერავინ აუკრძალავს საქართველოში დაბრუნებას, თუმცა არც იგორ გიორგაძე და არც ასლან აბაშიძე პოლიტიკურ დევნილობაში არ იმყოფებიან და ნაკლებად აინტერესებს ქართულ საზოგადოებას და მართლმსაჯულებას, ვინ შერაცხა პოლიტდევნილად რუსულმა მხარემ. პოლიტიკური ნიშნით პირის შესახებ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც არის საუბარი. ამისთვის მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მსჯელობა იმაზე, რომ ბევრი გამოუძიებელი საქმე შესაძლოა საქართველოს საპარლამენტო კომისიამ გამოიძიოს, მხოლოდ იმ მიზეზითაა გადადებული, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ დასახვეწია. თუ საპარლამენტო კომისია არ შეიქმნა, მაშინ მის ფუნქციებს პროკურატურა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეითავსებს. ამ მასობრივი დაბრუნებებით არა მგონია, საქართველოს რამე საფრთხე შეექმნას, მაგრამ ახალი ხელისუფლებისთვის კი იქნება უდაოდ საფრთხის შემცველი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ოდიოზური პირები სასამართლოს წინაშე არ წარსდგებიან, სერიოზულ დარტყმას მიანიჭებს არა მხოლოდ ახალი ხელისუფლების იმიჯს, არამედ პოზიციებსაც. ახლა ახალ ხელისუფლებას მოუწევს არჩევანის გაკეთება პოლიტიკურ მიზანშეწონილობასა და სამართლის უზენაესობას შორის. ის, რაც სამართლებრივად გამართულია, შეიძლება, პოლიტიკურად გაუმართლებელი იყოს. ეს კი ბუმერანგივით მოუბრუნდება ხელისუფლებას.თუ ის აჰყვება ცდუნებას, რომ პოლიტიკურად მომგებიანი საქმეები აწარმოოს, შესაძლოა, კანონს გადააბიჯოს. კანონი კი თუ ერთხელ მაინც დაარღვია, მერე ეს ჩვევაში გადაუვა და დაემსგავსება წინა ხელისუფლებას.

 

 

ჟანა ასანიძე

საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტი’’





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42