სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა კონკურსს საია ეხმაურება
საზოგადოება - 11:51, 27 Dec, 2013     2060

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად მიმდინარე კონკურსს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება. საია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტების ვალდებულებაა და არა უფლება, რომ საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ პირთაგან წარადგინონ მათთვის კანონით გამოყოფილი კვოტების შესაბამისი რაოდენობის კანდიდატურები. იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს პარლამენტი არ აირჩევს წარდგენილ კანდიდატს, შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, ხელახლა წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატი საკონკურსო კომისიის სიიდან. კონკურსის ფარგლებში მეურვეობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა სამჯერ დაიშვება.
გვსურს ხაზი გავუსვათ კანონის იმ მნიშვნელოვან იმპერატიულ მოთხოვნას, რომ თითოეულმა სუბიექტმა (სახალხო დამცველი, უმრავლესობა, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო) საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარუდგინოს, საკონკურსო კომისიის სიით გათვალისწინებულთაგან, ზუსტად იმდენი კანდიდატი, რამდენიც მათთვის კვოტით არის გამოყოფილი. შესაბამისი სუბიექტები, კონკურსის არც ერთ ეტაპზე არ არიან უფლებამოსილნი, უარი განაცხადონ კანდიდატების პარლამენტისათვის წარდგენაზე. ის სუბიექტები, რომლებმაც პარლამენტს ასარჩევად უნდა წარუდგინონ სამი კანდიდატი, მაგრამ წარადგენენ მხოლოდ ერთს ან ორს, არღვევენ კანონის მოთხოვნებს.
აღნიშნული წესის დაუცველობა წინააღმდეგობაში მოდის და არღვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების მთავარ პრინციპს - მეურვეობის კანდიდატთა წარდგენაზე უფლებამოსილი სუბიექტების არჩევანის შეზღუდვა საზოგადოებრივი კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებით.
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, დაიცვან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატთა წარდგენისათვის კანონით გათვალისწინებული პროცედურა და მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, კანონით დადგენილ ვადებში, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინონ მეურვეობის კანდიდატები, მათთვის კანონით გამოყოფილი კვოტების შესაბამისი ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42