ვერძი: ცხოვრებისეული პრობლემების გამო მოგიწევთ დღეს ღრუბლებიდან ძირს ჩამოსვლა. არ ინერვიულოთ, ასე დიდი ხანი არ გაგრძელდება.
კურო: დღეს იგრძნობთ ცხოვრებისეული ძალის და ენერგიის ნაკლებობას. ტყუილი არ დაგეხმარებათ საქმის მოგვარებაში. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.
ტყუპები: აქამდე გადაუწყვეტელი ყველა საკითხი და პრობლემა თქვენ გარშემო მოიყრის თავს. მათი მოგვარება კი უამრავ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. მოსალოდნელია, ყოველივე ამას ფულის გასავალიც დაერთოს. ასე რომ, არ გირჩევთ, სერიოზული ცვლილებების განხორციელებას.
კირჩხიბი: დღევანდელი დღე ახლობლების ვიწრო წრეში გაატარეთ და გულახდილი საუბრებისგან თავი შეიკავეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მოწინააღმდეგის მიერ მოწყობილი ინტრიგები უსიამოვნებას მოგიტანთ და ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით.
ლომი: ყველაზე კომფორტულად თავს სახლში იგრძნობთ. სწორედ იქ განვითარდება მთავარი მოვლენები. საქმიან ცხოვრებაში მცირე იმედგაცრუება გელით. ადვილად არავის ენდოთ.
ქალწული: ეს დღე ოჯახურ საქმეებსა და ურთიერთობებს დაუთმეთ. კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან შენაძენსაც გააკეთებთ. საღამო კი მშვიდ გარემოში გაატარეთ
სასწორი: უმჯობესი იქნება, ეს დღე თქვენს საყვარელ საქმიანობას დაუთმოთ. თუ ხელოვნებით ხართ გატაცებული, შესაძლოა შედევრიც შექმნათ. დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და აზარტულ თამაშებს. თამამად მიიღეთ მონაწილეობა ერთობლივ პროექტებში. დღეს ღირს გარისკვა, მაგრამ საქმის გაჯანჯლების შემთხვევაში, გეგმების განხორციელება უახლოესი მომავლისთვის გადადეთ.
მორიელი: წარმატებული დღე გრძელდება. ეცადეთ, წარმოქმნილ პრობლემებს იუმორით შეხედოთ და მარტივად გადაწყვიტოთ. ოჯახური ფასეულობები წინ წამოსწიეთ. საყვარელ ადამიანთან იდეალურ ურთიერთობას შეინარჩუნებთ. საღამო საკუთარ თავს დაუთმეთ. დროა, იმიჯი შეიცვალოთ.
მშვილდოსანი: დღის დასაწყისში განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ. შეზღუდეთ ურთიერთობის წრე, კარგად აწონ–დაწონეთ სამომავლო გეგმები, მცირე ტაიმ–აუტი აიღეთ. საღამოს კი უკუაგდეთ სიზარმაცე და იმოქმედეთ.
თხის რქა: ემოცია უნდა მართოთ რათა თავიდან აიცილოთ გარკვეული უსიამოვნებანი, რომელიც წარუმატებლობაში ჩაგაგდებთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს მოიმედეთაც.
მერწყული: დღეს თქვენთვის ყველა კარი გაიღება და გარშემომყოფთა საიდუმლოებებიც ხელმისაწვდომი გახდება. ასეთი დიდი ნდობის მოპოვება შესაძლებელია, მაგრამ ასევე ძალიან დიდი იქნება ცდუნებაც იმისა, რომ თქვენ არ მოისურვოთ მოპოვებული ინფორმაციის პირადი მიზნებისთვის გამოყენება. ეს დღე თქვენთვის ცოტათი დამღლელი იქნება.
თევზები: იყავით აქტიური, რათა თქვენი გეგმები განახორციელოთ, ვინაიდან წინ საკმაოდ პერსპექტიული დღე გელით. ცხოვრება დღეს ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ, უარს ნუ იტყვით სასიყვარულო თავგადასავლებზე
მასალის გამოყენების პირობები






