ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას აჭარის მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. არჩილ ხაბაძე ღონისძიებაზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
ნაძვის ხე ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარეობს. აქვე საახალწლო ბაზრობა არის მოწყობილი. საგანგებოდ ჩადგმულ ხის ჯიხურებში ტკბილეული, წიგნები და სათამაშოები იყიდება. მოედანზე დამონტაჟებულია საბავშვო ატრაქციონები.

„ახალი წლის ღონისძიებები ბათუმში მოკრძალებული და გამორჩეული იქნება. ჩვენ ყოველი ღონისძიება მთავრობის აპარატის, მერიის და სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით მოვაწყვეთ. ვულოცავ ყველა ბათუმელს, აჭარის მოსახლეობას , ქალაქის სტუმრებს ახალ წელს და ვეტყვი, რომ ეს ახალი წელი იქნება სიურპირიზებით სავსე. საახალწლო კონცერტებზე ბევრი გემოვნებიანი და საინტერესო ჯგუფი იმღერებს.“
ამჟადაც ევროპის მოედანზე ჯგუფ „სითი ბენდის“ კონცერტი მიმდინარეობს. ყოველდღიურად 11 იანვრის ჩათვლით ევროპის მოედანზე სხვადასხვა შემსრულებლები გამოვლენ.
მასალის გამოყენების პირობები






