გურამ დონაძე სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს
საზოგადოება - 20:17, 26 Dec, 2013     3217

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ელექტრომული ფოსტის მეშვეობით დაგზავნილი განცხადება, რომელშიც საინფორმაციო სააგენტო „ზონანიუსი“ და ჟურნალისტი გურამ დონაძე იყო მოხსენიებული, სამინისტროს ვებგვერდზე არ იძებნება, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ირაკლი კორძაია ადასტურებს, რომ განცხადების ტექსტი ნამდვილად ეკუთვნის სასჯელაღსრულების სამინისტროს:

განცხადება უცვლელად გამოაქვეყნეს საინფორმაციო სააგენტოებმა: „ინტერპრესნიუსი“, „პირველი“, „ფრონტნიუსი“. იგი გამოქვეყნდა ასევე „ნიუპოსტზეც“.

სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადების ტექსტში პირდაპირ ადანაშაულებდა „ზონანიუსსა“ და გურამ დონაძეს ცილისწამებასა და დაკვეთის შესრულებაში:

"საინფორმაციო სააგენტო "ზონა ნიუსი" მორიგ სიცრუეს აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს სასჯელაღსრულების #14 (გეგუთის) დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული "სკაიპის" მეშვეობით ქურდად მოინათლა და ამით სამინისტრომ უკვე რეკორდი მოხსნა. ეს არის სამინისტროს დისკრედიტაციისკენ მიმართული აბსოლუტური ტყუილი, რომელსაც შეგნებულად ავრცელებენ გურამ დონაძე და მისი დამკვეთები. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ამ ერთი წლის განმავლობაში მართლაც მოხსნა რეკორდი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის აღკვეთასა და გამოვლენაში, მსჯავრდებულთათვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევასა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით მსჯავრდებულთა გათავისუფლებაში“;

„გვსურს მივმართოთ სააგენტოს ერთ-ერთ დამფუძნებელს, გურამ დონაძეს, თავი შეიკავოს ბინძური ცილისწამებისგან და გაიხსენოს თავისი ახლო წარსული, როდესაც, ჯერ შსს-ს პრესსამსახურის უფროსად, მოგვიანებით კი ტელევიზია "რეალTV"-ს ხელმძღვანელად მუშაობისას ყველა მისი ქმედება ფაქტების გაყალბებასა და ცილისწამებათა მთელ კასკადზე იყო აგებული.

მივმართავთ აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვანელობას, გაიხსენონ და პარალელი გაავლონ 9 წლის განმავლობაში მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნამოქმედარსა და პატიმრების ამჟამინდელ მდგომარეობას შორის და ნუ შეახსენებენ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რას წარმოადგენდა და ვისგან შედგებოდა მათი დანაშაულებრივი რეჟიმი", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში სამინისტროს მიერ გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ ბრალდებათა ადრესატს, ჟურნალისტ გურამ დონაძეს დაუკავშირდა:

„ამ განცხადებაში არაფერია ჩემთვის მოულოდნელი, სოზარ სუბარი მთელი ცხოვრების განმავლობაში მებრძოდა მე, „რეალ ტვ“-ს ჟურნალისტების მიმართაც არაერთხელ გამოუვლენია აგრესია. ჩემთვის გასაგებია, რატომ მებრძვის სოზარ სუბარი: ეს უკავშირდება იმას, რომ სწორედ მე და „ზონანიუსის“ ჟურნალისტებმა ჩავატარეთ ლევან კორტავას მკვლელობას გამოძიება და მინისტრი ვამხილეთ სიცრუეში, ამას გარდა, სუბარის გულისწყრომას იწვევს ისიც, რომ სასჯელაღსრულების ადგილებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით პატიმრები „ზონანიუსს“ ტელეფგონით უკავშირდებიან, მათ ნაამბობს კი სააგენტო ავრცელებს.

ამ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მის ტირაჟირებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ სოზარ სუბარს ვაძლევ პირობას: დღევანდელ მის განცხადებაზე და დღემდე ყველა მის განცხადებაზე მოუწევს პასუხისგება, ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის კომპენსაცია - ხვალ მე, ჩემს ადვოკატებთან ერთად სარჩელს შევიტან სასამართლოში, ამას გარდა, ჩავატარებ საგანგებო პრესკონფერენციას და გამოვუქვეყნებ სოზარ სუბარს ყველა იმ ვიდეომასალას, რომელიც ადასტურებს ჩემს წინააღმდეგ მის ბრძოლას“, - აცხადებს გურამ დონაძე.

„ნიუპოსტი“ დაუკავშირდა ასევე სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც განაცხადა:

„ეს განცხადება გაავრცელა სამინისტრომ, შეადგინა კონკრეტულად ჩემმა თანამშრომელმა, მე ვუწევდი კოორდინირებას. იქ ყველაფერი მკაფიოდ წერია და რაც წერია განცხადებაში, იმაზე მეტს ვერფერს გეტყვით.

გურამ დონაძეს რაც შეეხება, ის ცხოვრობს თავისუფალ ქვეყანაში და როგორც საჭიროდ თვლის ისე შეუძლია მოიქცეს.“- განაცხადა კორძაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42