ზურაბ მჭედლიშვილი: ვინ გვჭირდება - დამჯერები თუ ჭკვიანები?
სოც.მედია - 19:44, 26 Dec, 2013     3099

საქართველოშიც კონკურსანტების შერჩევა ხშირად ამ პრინციპით ხდება. მთავარი მაინც ის არის, რომ ამის გამო თავად შემფასებლები თავს უხერხულად არ გრძნობენ. კომპეტენციის საჩვენებლად ხომ ყველას საკუთარი პროკრუსტეს სარეცელი აქვს გამზადებული, სადაც მათ ობიექტურობას მინდობილ მსხვერპლს აწვენენ. თუ საწოლში მყოფნი ლოგინზე გრძელი იქნებიან, მაშინ ზედმეტ ნაწილს მოაჭრიან, ხოლო თუ ნაკლებნი - გაჭიმავენ და საწოლის სიგრძეს გახდიან. მერე რა, თუ ასე შეიძლება სიცოცხლე მოუსპონ ბევრ მათგანს, მთავარია, შეარჩიონ კონკურსანტები, რომელნიც მიწოდებული თუ ნაკარნახევი აზრის მიხედვით მოერგებიან მოცემულ სტანდარტს და გახდებიან ,,ადაპტირებულნი.“ ახლა არ იკითხავთ რა სტანდარტზეა საუბარი?

ცნობილი რუსი ისტორიკოსი ევგენი ტარლე თავის ერთ-ერთ წიგნში ჰყვება მოსკოვის უნივერსიტეტში ნიკოლოზ I-ის სტუმრობის შესახებ. როცა რექტორმა მას საუკეთესო სტუდენტები წარუდგინა მათთან მოკლე საუბრის შემდეგ იმპერატორმა თქვა: ,,მე არ მჭირდება ჭკვიანები, მე მჭირდება დამჯერები.“

ეს ის ნიკოლოზია, რომელსაც უნდოდა დამჯერად ექცია პუშკინი, ასეთი მოპყრობის შედეგად პუშკინი დაიღუპა.

გადის წლები, ათწლეულები და ასწლეულებიც, მაგრამ სტანდარტისთვის დადგენილი ნორმები არ იცვლება, რადგან დამჯერები კვლავაც საჭირონი არიან. ჭკვიანები? ჭკვიანები უბრალოდ იღუპებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42