თუ შემთხვევით მომხდარ მოვლენათა ერთობლიობას, რომელთაც მუდმივი ბალანსირება და კონტროლი ესაჭიროებათ, რომ არა ეს ყოველივე, არ იარსებებდა ისეთი ცნება, რომელსაც დღეს, თანამედროვე მოდაში - "ელემენტთა გრადაციონირებას", (ანუ ახალ იდეათა "მიცვლა-მოცვლას") უწოდებენ. ერთი სიტყვით - პოდიუმი, მოდის ერთ-ერთი და უმთავრესი "ქვეთავია", რომელიც შეიძლება ითქვას. რომ ამ სფეროს განვითარების ურყევი საფუძველია.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, პარიზში, მოდური ასოციაციის ფონზე გამართულ კრებაზე წამოიჭრა საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს პოდიუმი და რა უნდა ახასიათებდეს მას ?! ამ კითხვაზე პასუხის დასადგენად გაღვივდა ინტერესი იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოდიუმი მოდის განვითარებისათვის. ზოგის აზრით, ადგილი, სადაც მოდელები პროფესიონალებად ყალიბდებოდნენ და იძენდნენ "ფასდაუდებელ" გამოცდილებას - პოდიუმად იწოდებოდა, მეორესმხრივ კი პოდიუმი ნიშნავდა არა მხოლოდ სივრცითი და საქმიანობითი დატვირთვის მქონე გარემოებას, არამედ ადგილს. სადაც შეიძლებოდა მომხდარიყო ახალი კოლექციებისა და სხვადასხვა ნამუშევრების ფართო პუბლიკისათვის წარდგენა, შემდეგ კი დაასკვნეს, რომ პოდიუმის უკეთ შეცნობის უმარტივესი გზა გახლდათ ამ ორი აზრის ერთობლიობისთვის მნიშვნელობისა და საფუძვლის მინიჭება, მათი შერწყმა და ამ იდეის სწორად განხორციელება.
მოდისა და პოდიუმის თანაფარდობა უდაოა, თუმცა მაინც, მოდით, საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ პოდიუმის არსი. რათქმაუნდა ამ ცნების გაშიფრვისათვის უამრავი, მარტივი ხერხი არსებობს, თუმცა ჩვენ ამჯერად, პოდიუმის დახასიათებას სხვა თუ არაფერი, კლასიკიდან დავიწყებთ, რომელსაც რაღათქმაუნდა მოდერნი მოსდევს, შემდგომ მოდის უახლესი მოდა და ბოლოს მათ მოჰყვება გარდამავალ ელემენტთა ერთობლიობა - ეს ერთგვარი კრიტერიუმებია, რომელთა საშულებითაც ავაგებთ "ჩონჩხს" იმისას, თუ რა აურა უნდა ვიგრძნოთ პოდიუმის დანახვისას ან თუნდაც, რა ემოცია უნდა მოიტანოს მან ჩვენამდე ...
მასალის გამოყენების პირობები






